არასამთავრობო ორგანიზაციები “რუსულ კანონს” საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებენ

არასამთავრობო ორგანიზაციები რუსულ კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებენ – მესამე სექტორმა ერთობლივი გადაწყვეტილება დღეს, ერთობლივ ბრიფინგზე გაახმოვანა. ორგანიზაციების განცხადებით, უკვე დაწყებულია სარჩელის მომზადება და უახლოეს პერიოდში მიმართავენ სასამართლოს.

ხოლო თუ საკონსტიტუციო სასამართლო კანონის მოქმედებას არ შეაჩერებს, სარჩელი უკვე სტრასბურგში გაიგზავნება.

“ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ. ჩვენ ვაცხადებთ, რომ რუსული კანონის წესებით არ ვიცხოვრებთ და გამოვიყენებთ ყველა შიდა და საერთაშორისო მექანიზმს მისი მოქმედების შესაფერხებლად
კანონის უპირობო გაუქმებამდე.

ამისათვის, ვამზადებთ სარჩელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენად და უახლოეს პერიოდში მივმართავთ მას. საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია იმოქმედოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებით და შეაჩეროს კანონის შესაბამისი მუხლების მოქმედება.

თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლოს არ მივიჩნევთ ერთადერთ გზად ჩვენი სამართლებრივი ბრძოლისათვის. იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო არ იმოქმედებს დროულად და კონსტიტუციურ ჩარჩოებში, ჩვენ გამოვიყენებთ ალტერნატიულ
სამართლებრივ მექანიზმს.

პარალელურად ვემზადებით ადამიანის უფლებათა ევროპულ
სასამართლოში საჩივრის წარსადგენად, რომელსაც მივმართავთ შესაბამის დროს. ყველა არასამთავრობო ორგანიზაციასა და მედიას შეუძლია ამ ბრძოლის მონაწილე გახდეს და შემოგვიერთდეს.

ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ.
არა რუსულ კანონს!
კი ევროპას!” ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიგამობრძანდით და დაგმეთ, რაც ხდება. ეს არ არის ევროპულობა, ეს მიუღებელია – ზარქუა ევროკავშირის ელჩებს მიმართავს
შემდეგი სტატიაჩინურ-სინგაპურული კონსორციუმის მიმართ არც საერთაშორისო და არც აშშ-ის სანქციები არ ვრცელდება – ეკონომიკის სამინისტრო