არარსებულ დანაშაულებს ვიღებ საკუთარ თავზე, თუ ვინმე უნდა გაუშვათ ციხეში, მხოლოდ მე ვიყო – გვარამია

ნიკა გვარამიას თქმით, ის თავის თავზე იღებს “არარსებულ დანაშაულებს” და მასთან ერთად ბრალდებული ადამიანები განსასჯელის სკამზე მხოლოდ იმიტომ სხედან, რომ იურიდიულად არ გამოდიოდა მისთვის ბრალის წარდგენა მათ გარეშე:

“აქ სხედან სხვა ადამიანები ბრალდებულის სკამზე, რომლებიც რეალურად, სლენგით რომ ვთქვა, არიან “პრიკუპში” მოყოლილები, იმიტომ, რომ ჩემთვის ბრალის წარდგენა არ გამოვიდა მათ გარეშე. ჩათვალეთ, რომ უცნაური რამის თქმა მომიწევს, არარსებულ დანაშაულებს ვიღებ საკუთარ თავზე, ყველას. თუ ვინმე, უნდა გაუშვათ ციხეში, მხოლოდ მე ვიყო.” მიმართა მოსამართლეს ნიკა გვარამიამ.

banner
წინა სტატიაშიახლა ვეუბნები აქედან, სადაც არ უნდა ვიყო, რამდენი ხანიც არ უნდა ვიყო, სახეს ავახევ – ნიკა გვარამია ივანიშვილზე
შემდეგი სტატიახერსონის ოლქის პრორუსი ლიდერი ვლადიმერ პუტინს ოლქის ანექსიის თხოვნით მიმართავს