“არაქოცპროპაგანდული მედია სივრცე კიდევ დაპატარავდება. ისედაც უკვე დრამატულად არის შემცირებული და ძალიან ცუდ ზღვარს მივუახლოვდით”, – ასე გამოეხმაურა ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი ინფორმაციას, “ევრონიუს საქართველოს” სავარაუდო დახურვასთან დაკავშირებით.
როგორც ჟურნალისტი სოციალური ქსელის პირად გვერდზე წერს, მედიასაშუალების დახურვაზე ხელმძღვანელობამ თანამშრომლები უკვე გააფრთხილა.
“იანვრიდან “ევრონიუს საქართველო” იხურება. ყოველ შემთხვევაში, ასე უთხრეს თანამშრომლებს, რომლებიც უმუშევრად რჩებიან. არ ვიცი სიტყვის თავისუფლების მხრივ რა დოზით ქონდა წვლილი ამ არხს საერთო სივრცეში, არ ვიყავი მისი მაყურებელი, მაგრამ მინიმუმ რუს/ქოცური პროპაგანდით რომ ვერ იქნებოდა პირდაპირ დაკავებული, მაგის მჯერა, იმიტომ რომ საერთაშორისო ევრონიუსის ნაწილი იყო. ფაქტია, რომ ბიზნესმენმა აღარ ჩათვალა ამ არხის არსებობა გამართლებულად. მიზეზის სულ რამდენიმე ვარიანტი არსებობს. შედეგი კი ის არის, რომ არაქოცპროპაგანდული მედია სივრცე კიდევ დაპატარავდება. ისედაც უკვე დრამატულად არის შემცირებული და ძალიან ცუდ ზღვარს მივუახლოვდით”, – წერს ნინო ჯანგირაშვილი.
















