გორში, კომბინატის დასახლებაში, სამართალდამცავების მხრიდან მოქალაქეებზე განხორციელებულ ფიზიკურ ანგარიშსწორებას სოციალურ ქსელში მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი (ჯამდელიანი) გამოეხმაურა.
მეუფე გიორგი მკაცრად გმობს პოლიციელთა ქმედებას და აღნიშნავს, რომ მსგავსი ფორმით ძალადობა სამართალდამცველის სტატუსს სრულად აუფასურებს და მას კრიმინალთან გათანაბრებულს ხდის.
„როდესაც გქვია სამართალდამცველი, უნდა ემსახურო სამართალს და ადამიანს! როდესაც ათი კაცი ძალადობს ერთ ადამიანზე — არაფრით განსხვავდები ჩვეულებრივი კრიმინალისაგან!“ — წერს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი.

















