არ მივცეთ უფელბა!

,,გლახა მოყვარეს კაი მტერი სჯობიაო” და რაც ადრე მ ტ ე რ ს გადაურჩა იმას დღეს მ ო ყ ვ ა რ ე ემუქრება. ქვემო ქ ა რ თ ლ ი და კერძოდ ხ რ ა მ ის ხეობა, უმდიდრესია ისტორიული ძ ე გ ლ ე ბ ი ს მრავალფეროვნებით და ისეა დახუნძლული მათი, როგორც მძივი ძვირფასი ქვებით. ხრამის ხეობა, დღემდე თავს იწონებს დ ი დ ე ბ უ ლ ი ციხე-ქალაქებით, ციხე-დარბაზებით, ციხე-კოშკებითა და კლდეში ნაკვეთი ქვაბებით. ხრამის კლდეებში, ტყეებში და ჭალებში, ყოველ ფეხის ნაბიჯზე აწყდებით, ტყით, ღორღით ან მიწით დაფარულ მ ო ნ ა ს ტ რ ე ბ ი ს ნანგრევებს, ირგვლივ მიყრილ ტ ა ძ რ ი ს პერანგის ქვებს, ნ ა ტ ი ფ ა დ მოჩუქურთმებულ, წარწერიან ქვებსაც, ქვაჯვარებს, გუმბათების, კამარების, თაღების და ბურჯების ნაშთებს, გოდოლების და კოშკების ნამუსრევს.

გაუზვიადებლად, ყოველ ფეხის ნაბიჯზე აწყდებით და შეწუხებული, მხოლოდ ცალკეული ფრაგმენტების მოგროვებას და ერთად დაწყობას ახერხებ, ბ უ ნ ე ბ ა ს მოსპობის, ან ვ ი ნ მ ე ს მასალად წაღების სურვილი, რომ არ აღეძრას. ადგილობრივმა ისიც კი მითხრა, ისეთ ძ ე გ ლ ე ბ ს განახებ, ჯერ კაცს, რომ არ დაუდგამს ფეხიო და მჯერა კიდევაც. ირგვლივ ბუნებაში ჩაკარგული, მხოლოდ ცალკეულ მ ე ც ნ ი ე რ თ ა ადრე მოწყობილ ე ქ ს პ ე დ ი ც ი ე ბ ი ს იმედად მყოფი ძეგლებია. პ ი რ ღ ე ბ უ ლ ი ს მონასტერში, რომლემდაც მისვლა რისკის ტოლფასია, გეგონებათ დრო გაჩერდაო, თავად ა ბ ა შ ი შ ვ ი ლ თ ა 3-4 საუკუნის წინანდელი, წარწერებიანი საფლავის ქვების გვერდზე, რომ დგახარ, თავი წარსულში გგონია, გგონია აგერ გამოჩნდებიან ქ უ ლ ა ჯ ე ბ შ ი გამოწყობილი ბატონები და მათი ქვეშევრდომები.


ხრამის ხეობას ამშვენებს ვ ა რ დ ი ს უ ბ ნ ი ს მონასტერი, ლ ი პ ა რ ი ტ ი ს უ ბ ნ ი ს (,,ლამაზი საყდარი”) მონასტერი, ბარათაშვილ-ყაფლანიშვილ-ორბელიანთა საგვარეულო – ფ ი ტ ა რ ე თ ი ს ბრწყინვალე მონასტერი, ამაყად მდგარი, აუღებელი ხ უ ლ უ ტ ი ს ა და ბ ე რ ი ქ ა ლ ი ს ციხეები, ბარათაშვილ-აბაშიშვილთა საგვარეულო პ ი რ ღ ე ბ უ ლ ი ს დიდებული მონასტერი, ხრამის კლდეებში გამოკვეთილი გ უ გ უ თ ი ს ქვაბები, ს ა მ შ ვ ი ლ დ ე – საქართველოს ს ი ა მ ა ყ ე, 10-მდე ტაძრის, ციხე-დარბაზების, სასახლეების და საკულტო ნაგებობათა ნანგრევებით, ქვებით მოკირწყლული ქუჩებით და ეზოებით, რომლის სამეცნიერო და ტურისტულ პოტენციალს ფ ა ს ი არა აქვს, სამშვილდის ს ი ო ნ ი – რომელიც აღდგენას აღარ ითხოვს, არ დამანგრიოთო – იხვეწება, ნ ა დ ა რ ბ ა ზ ე ვ ი ს თამარ მეფის სასახლის, დავიწყებას მიცემული ნანგრევები. აი ბატონებო, დღეს ამ ძეგლბს ე მ უ ქ რ ე ბ ი ა ნ, თვად ბუნების ძეგლზე – ხრამზე, 4 კასკადიანი ჰესის ,,ჩადგმით”, თან არ იკითხავთ სად? გეგონება განზრახ დაუმიზნესო, 1 – ფ ი ტ ა რ ე თ ი ს მონასტერთან, 2 – ხ უ ლ უ ტ ი ს ციხესთან, 3 – ს ა მ შ ვ ი ლ დ ი ს ციხე-ქალაქთან და 4 – ბერების ქ ვ ა ბ ე ბ თ ა ნ. წარმოგიდგენიათ რას უზავს ქანების ა ფ ე თ ქ ე ბ ე ბ ი, უხეში გ ე ო ლ ო გ ი უ რ ი და ტ ე ქ ნ ო ლ ო გ ი უ რ ი ჩარევა, ხეობის დ ა ტ ბ ო რ ვ ა, ჭარბი ტ ე ნ ი ა ნ ო ბ ა, კლიმატის შეცვლა და ე კ ო ს ი ს ტ ე მ ი ს დარღვევა, ამ ისედაც მ ყ ი ფ ე დ მდგარ ძეგლებს? რას უზავს ისედაც დაზიანებულ ფ რ ე ს კ ე ბ ს?

 

ვინ აგებს პასუხს იმ შეუსწავლელ ისტორიულ და არქეოლოგიურ ძეგლებზე, რომლებსაც დ ა ს ა ტ ბ ო რ ა დ იმეტებენ? ჭოროხზე, დ ე რ ი ნ ე რ ი ს კაშხალს, რომ მივტიროდით, ძეგლები იტბორებაო, ჩვენ რას ვაკეთებთ? ი ლ ი ა ბრძანებს: ,,ერის დაცემა და გათახსირება მაშინ იწყება, როცა ერი, თავისდა საუბედუროდ, თავის ისტორიას ივიწყებს!” მართალია ე ნ ე რ გ ე ტ ი კ ი ს სამინისტრო ისტორიას არად დაგიდევს და გადაწყვეტილების მიღებას ს ე ქ ტ ე მ ბ ე რ შ ი ცდილობს, მაგრამ არაფრის ფ ა ს ა დ არ უნდა მივცეთ ხრამის – როგორც ბუნების ძეგლის და ხრამის ხეობის ძეგლების განადგურების უ ფ ლ ე ბ ა!

 

 

სამართალდამცავთა ლიგის წევრი,ზაზა ჭაია

banner
წინა სტატიაშისაუდის არაბეთში წლეულს სამი პრინცი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაჯაში ფერეიდნელი ქართველების ღონისძიებას დაესწრო