„არაფორმალურ მმართველობაზე პრეზიდენტის მხრიდან აქცენტი უნდა გაკეთებულიყო“ – ნიკა მელია

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატებისა და მთავრობის წევრების წინაშე წარსდგა. პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ, მარგველაშვილი გამოსვლა შეაფას.

მელია მიიჩნევს, რომ პრეზიდენტს არ უსაუბრია ძირითად პრობლემაზე, კერძოდ კი ქვეყნის არაფორმალურ მმართველობაზე:

„უკანასკნელი თვეების განმავლობაში როგორც იქნა პრეზიდენტი საუბრობს იმ რეალობაზე, რომლეიც არის ქვეყანაში შექმნილი, მან ისაუბრა, რომ ხელისუფლება თვითიზოლაციაშია და თავის თავში ჩაიკეტა, მაგრამ მე დამაკლდა მისი მხრიდან საუბარი არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით, რომლის მომსწრენიც ვართ ამ ქვეყანაში მცხოვრები თითოეული მოქალაქე, ეს ნამდვილად იყო როგორც მინიმუმ დანაკლისი, ქვეყანაში სადაც რეალურად საერთოდ სხვა რამეს დაპირდა ამომრჩეველს „ქართული ოცნება“ 2012 წელს, 2016 წელსად, ჩვენს მოქალაქეებს სურთ მივიღოთ ევროპული საქართველო, ჰქონდეთ საშუალება, რომ სამსახური იშოვონ, გამოკვებონ საკუთარი შვილები, მათ არ სურთ იცხოვრონ ივანიშვილის ბაღჩაში, ეს ქვეყანა თავიდან ბოლომდე იმართება ერთი ადამიანის მხრიდან, ამასთანდ აკავშრებით მეტი აქცენტი უნდა გაკეთებულიყო პრეზიდენტის მხრიდან“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი: იმედი მაქვს დადგება დრო, როდესაც საქართველოში ხელოვნურად აღმართული კედლებიც დაინგრევა
შემდეგი სტატიაე.წ. მოსმენების კანონი – პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს