“არაფერს ვინანიებ და არც არაფერი მაქვს მოსანანიებელი” – ასე პასუხობს სინდისის პატიმარი, ირაკლი ქერაშვილი მიხეილ ყაველშვილის შეთავაზებას, რომცლი დაკავებული ახალგაზრდებისგან “შეცდომების” აღიარებას ითხოვს.
რეჟიმთან თანამშრომლობას მირჩევნია კიდევ 1 წელი არ გამოვიდე ციხიდან. ბრძოლა ბოლომდე – წერს ქერაშვილი ციხიდან გამოგზავნილ წერილში.
მინდა გამოვეხმაურო ივანიშვილის პრეზიდენტსა და მის განცხადებას შეწყალებაზე. არაფერს ვინანიებ და არც არაფერი მაქვს მოსანანიებელი.
რაც შეეხება მისთვის მიმართვას, ჯერ ყაველაშვილმა არამც თუ მთელი ცხოვრების მანძილზე, არამედ რაც ციხეში ყოფნისას წავიკითხე, იმის 0.001% წაიკითხოს და შემდეგ შეიძლება მიიღოს ჩემგან უარი შეწყალებაზე.
ასევე არ შემიძლია არ შევეხო ქოცების „განათლების რეფორმას“. ამ ე.წ. განათლების რეფორმით მომავალ თაობებს განათლების უფლებას ართმევენ. აღნიშნული რეფორმა ჩამოგვაცილებს ბოლონიის პროცესს, რომლის მეშვეობითაც ქართველი სტუდენტები განაგრძობდნენ განათლების მიღებას და იზრდებოდნენ პიროვნულად ევროპის წამყვან სასწავლებლებში. დიქტატურას არ სჭირდება მოაზროვნე და ერუდირებული საზოგადოება, შესაბამისად, ებრძვის მას. ამ წერილს გწერთ პატიმრობის 375-ე დღეს, რეჟიმთან თანამშრომლობას მირჩევნია კიდევ 1 წელი არ გამოვიდე ციხიდან. ბრძოლა ბოლომდე!!! დამხობა რუსულ ოცნებას!!!“- წერს წერილში ირაკლი ქერაშვილი.
ბელარუსში განვითარებულმა მოვლენებმა საქართველოში ახალი კითხვები გააჩინა – შეიძლება თუ არა ალექსანდრე ლუკაშენკოს მაგალითი ერთგვარ პრეცედენტად იქცეს და ბიძინა ივანიშვილმა დასავლეთთან შესაძლო გარიგების თემად პოლიტპატიმრების გათავისუფლება გამოიყენოს?
მიხეილ ყაველაშვილი გადაჭრით ვერ პასუხობს კითხვას, გამოიყენებს თუ არა დისკრეციულ უფლებას და შეიწყალებს თუ არა სინდისის პატიმრებს. ამასთან, “ოცნების” პრეზიდენტი დაკავებული ახალგაზრდებისგან “შეცდომების” აღიარებას ითხოვს.
















