,,არაფერიც არ გვეშველება ტვინი თუ არ გავანძრიეთ…ივანიშვილი სათავეა დღეს გაბატონებული ბოროტების”

,,არ ვიცი რა მოლოდინები არსებობს დღეს ივანიშვილის დირიჟორობით “ოცნების” შეკრებასთან დაკავშირებით, მაგრამ ერთი რამ სრულიად ცხადია ჩემთვის:
სწორედ იმიტომ რომ ივანიშვილი დირიჟორობს ამ ყველაფერს, რა ცვლილებებიც არ უნდა მოხდეს დღეს და როგორც არ უნდა მოფხანოს გული ცეროდენა ცახესმა ვინმეს, ამ ყველაფრის მიზანი ივანიშვილის გადარჩენაა, იმის, ვინც სათავეა საქართველოში დღეს გაბატონებული ბოროტების” -ამის შესახებ საკუთარ ფეიქბუქ გვერდზე ირინა სარიშვილი წერს

ირინა სარიშვილი მმართველი გუნდის შეკრებას ეხმაურება

,,ერთის მხრივ ამ ბანდის მომხრეები და მეორეს მხრივ – გოდოს მომლოდინე უკმაყოფილოები კიდევ ერთხელ დააღებენ პირს და შემდეგ ღრმა ფილოსოფიურ კითხვას დასვამენ – გვეშველება რამე?

არაფერიც არ გვეშველება ტვინი თუ არ გავანძრიეთ და პატარ–პატარა გულის ფხანებით კიდევ ერთხელ დრო მივეცით მათ, ვისაც საქართველო სრული განადგურებისკენ მიჰყავს.

სამი წერტილი” -წერს სარიშვილი

banner
წინა სტატიაში,,საქართველო ხუან გუაიდოს ვენესუელის დროებით პრეზიდენტად აღიარებს და მხარს უჭერს ვენესუელის მამაც ხალხს დემოკრატიისთვის ბრძოლაში”
შემდეგი სტატია,,ბიძინა ივანიშვილი დღეს იქცეოდა როგორც გამაერთიანებელი ლიდერი“ – ზაქარია ქუცნაშვილი უმრავლესობის შეხვედრაზე