“არაფერია გასაკვირი, რომ შემომწირველები არიან ის ფირმები, ვისაც ამის საშუალება აქვს” – მდინარაძე “გამჭვირვალობის” ანგარიშს ეხმაურება

საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევას ეხმაურება.

კვლევაში საუბარია სახელმწიფო შესყიდვებისას კორუფციის ნიშნებზე. არასამთავრობო ორგანიზაცია ხაზს უსვამს ფაქტს, რომ „ქართული ოცნების“ შემომწირველმა კომპანიებმა დაახლოებით 75 მილიონი ლარის გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტები მიიღეს.

მდინარაძე მომხდარში კორუფციის ნიშნებს ვერ ხედავს და ამბობს, რომ მმართველი პარტიის შემომწირველები არიან კომპანიები, რომლებსაც ამის საშუალება აქვს და რომლებიც ქვეყანაში ბიზნესს აწარმოებენ.

მამუკა მდინარაძე კორუფციის დამადასტურებელი ფაქტების წარდგენას ითხოვს.

„მე მგონი არაფერია გასაკვირი იმაში, რომ რამდენადაც დიდია მხარდაჭერა „ქართული ოცნების“, იმდენად ბევრია მისი შემომწირველების რაოდენობა და ბუნებრივია, შემომწირველები არიან ის ადამიანები, ვისაც ამის საშუალება აქვს და ის ფირმები, ვისაც ამის საშუალება აქვს. ისინი იღებენ ტენდერებში მონაწილეობას, აწარმოებენ ბიზნესს, ქმნიან საქართველოში გარკვეულ პროდუქტს.

“ეს კორუფცია არ არის, კორუფცია არის კონკრეტული ფაქტი, როდესაც რამე დადასტურდება ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს და როდესაც კორუფციაზე საუბრობენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, თუ სხვა ნებისმიერი ადამიანი, მან უნდა დადოს მტკიცებულება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს არის საზოგადოების მოტყუებისთვის გადადგმული, მიზანმიმართული ქმედება,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშიმესტიაში საკრებულოს დეპუტატი საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს
შემდეგი სტატია,,გამუდმებით ვილოცებ თქვენი უწმინდესობის და უნეტარესობისთვის – ვთხოვ უფალს, რომ თქვენს გულში მეც მომიჩინოს ადგილი”