16.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 19, 2026
banner

“არაფერი დარჩებათ!”- ტრამპის ბოლო გაფრთხილება ირანს

თეთრ სახლში გამართულ ტრადიციულ სააღდგომო ღონისძიებაზე დონალდ ტრამპმა ირანთან დაკავშირებით უაღრესად აგრესიული განცხადებები გააკეთა.

ამერიკის შეერთებული პრეზიდენტის თქმით, ვაშინგტონი ირანის „აღგვას პირისაგან მიწისა“, თუმცა თეირანი ჯერ კიდევ უარს ამბობს დანებებაზე.

ტრამპი იმეორებს მუქარას, რომ თუ სამშაბათამდე ჰორმუზის სრუტე არ გაიხსნება, აშშ ირანის ყველა სტრატეგიულ ობიექტს, მათ შორის ხიდებსა და ენერგოსადგურებს, დაბომბავს.

პრეზიდენტმა აღიარა, რომ სიამოვნებით „აიღებდა და შეინარჩუნებდა“ ირანულ ნავთობს დიდი მოგების მისაღებად, თუმცა ამისგან თავს იკავებს.

ტრამპის განმარტებით, ის ითვალისწინებს ამერიკელი ხალხის სურვილს, რომ ომი სწრაფად დასრულდეს და ჯარისკაცები სახლში დაბრუნდნენ.

„ჩემი ნება რომ იყოს, ნავთობს წავიღებდი და უამრავ ფულს ვიშოვიდი, მაგრამ ამერიკელ ხალხს შინ დაბრუნება სურს“, — განაცხადა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

banner
წინა სტატიაში“ალიევი ოპონენტებს რეზიდენციებს აძლევს, ივანიშვილი კი – ციხეს“ – სააკაშვილის ხმაურიანი შედარება
შემდეგი სტატია“ჰეზბოლა” იმაზე სუსტი აღმოჩნდა, ვიდრე ველოდით – ნეთანიაჰუს საიდუმლო ბრძანება