“არაფერი არ დამთავრებულა, ყველაფერი ახლა იწყება” – ვაშაძე

მეორე ადგილზე გასული კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე მხარდამჭერებს და პარტიის წევრებს მადლობას უხდის. ვაშაძის თქმით, რომ არა ამომრჩეველზე ზეწოლა, მუქარა და მოსყიდვის ფაქტები, ის და მისი პარტია უპირობოდ გამარჯვებულები იქნებოდნენ.

„მინდა მათ ვუთხრა, გულს ნუ გაიტეხთ, არაფერი არ დამთავრებულა, ყველაფერი ახლა იწყება და ჩვენი გამარჯვება ამ ნაბიჯით მოახლოვდა იმიტომ, რომ ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არ ყოფილიყო საერთოდ პოლიტიკურ რუქაზე. არა მარტო გადავრჩით, არამედ მყარად ვართ და გამარჯვებისთვის ვიბრძოდით შიშველი ხელით,“-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაში“გამიხარდა კაი ადამიანის გამარჯვება, აბა მიშას, რომ მოეგო ხომ არ გამიხარდებოდა” – ქიბარ ხალვაში ოცნების ოფისთან მივიდა
შემდეგი სტატიაკალაძე – 53%, უდუმაშვილი – 14% ელისაშვილი – 14 % – “იმედმა” ეგზიტპოლის საბოლოო შედეგები დადო