12.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 14, 2026
banner

“არაფერი არ არსებობს ნია იმნაძის წინააღმდეგ — არც ჩვენება, არც SMS”- ადვოკატი

მასწავლებელ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვანის, ნია იმნაძის ადვოკატი გიორგი ლეკიშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში ყოველგვარი მტკიცებულებისა და საფუძვლის გარეშეა მიცემული.

ადვოკატის თქმით, ამოღებული 46 ტელეფონისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად, წაქეზების დამადასტურებელი არც პირდაპირი და არც ირიბი მტკიცებულება (მათ შორის მიმოწერები) არ მოიპოვება.

„ნია იმნაძის ნება არასდროს ყოფილა, რომ გიგა ავალიანი დაზიანებულიყო რაიმე ფორმით… მტკიცებულებებში ვერ ნახავთ ვერცერთ მინაწერს, რაც დაკავშირებული იქნებოდა მითითებასთან — „ჩაარტყი“, „მოკალი“, ან დაიყოლიებდა.

არაფერი არ არსებობს ნია იმნაძის წინააღმდეგ — არც ჩვენება, არც SMS, არანაირი სახის მტკიცებულება. პროკურატურამ მიიღო კრიტიკულად არასწორი სამართლებრივი გადაწყვეტილება და უდანაშაულო არასრულწლოვანი პასუხისგებაში მისცა“, — განაცხადა გიორგი ლეკიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე გარეჯის თემაზე: ეს არის სიყალბეზე აგებული, ანტისახელმწიფოებრივი კამპანია
შემდეგი სტატიამარკ რუტე: რუსეთისგან მომდინარე საფრთხის მიმართ გულუბრყვილოები ვერ ვიქნებით