“არაფერ კავშირში არ არის ეს არჩევნებთან” – ირაკლი კობახიძე ზუგდიდის ყოფილი მერის დაკავებაზე საუბრობს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ზუგდიდის ყოფილი მერის დაკავებას ეხმაურება. ირაკლი კობახიძის თქმით, ლაშა გოგიას დაკავებას საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებთან კავშირი არ აქვს.

მას შემდეგ რაც ლაშა გოგიამ მერის თანამდებობა დატოვა, ის მმართველმა პარტიამ ზუგდიდში საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად დანიშნა. გოგიას თანამდებობიდან გადადგომის მიზეზი კი სკანდალური აუდიო ჩანაწერები გახდა, რომელიც ქრთამის მერის მიერ ქრთამის აღებაზე მიუთითებდა.

„არაფერ კავშირში არ არის ეს არჩევნებთან. ლაშა გოგია იყო პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე და შესაბამისად, მას შეუნარჩუნდა შტაბის ხელმძღვანელის ფუნქცია. რაც შეეხება დაკავებას, ეს არის სამართალდამცავი ორგანოების გადასაწყვეტი და არავითარ კავშირში ეს არჩევნებთან არ არის,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ზუგდიდის ყოფილ მერსა და მის მოადგილეს გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღებას სექტემბრიდან ედავება, თუმცა მათი დაკავება საგამოძიებო უწყებამ საჭიროდ მხოლოდ წაგებული არჩევნებიდან 5 დღის შემდეგ ჩათვალა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.

banner
წინა სტატიაშიმივიღეთ დაპირება, რომ ის იმუშავებს ციხეში მყოფი იმ ადამიანების საკითხებზე, რომლებიც შეძენა-შენახვისთვის არიან დღეს პატიმრობაში – კორძაია
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია მარიხუანის მოხმარების ახალ რეგულაციებზე – „ეს არის უდიდესი ცვლილება საერთოდ საკანონმდებლო ჩარჩოში და ჩვენს მენტალიტეტში“