არაოფიციალური ინფორმაციით, ტყიბულის შახტაში 6 ადამიანი დაიღუპა

ტყიბულის მინდელის შახტაში უბედური შემთხვევა სავარაუდოდ, სამთო დარტყმამ გამოიწვია. სავარაუდოდ, ჩამოიშალა ქანები, რამაც შახტაში მყოფი მუშები მოიყოლა. უბედური შემთხვევა ტყიბულის შახტაში 04:00 საათზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაღუპულია ექვსი და დაშავებულია სამი ადამიანი.
„სამთო დარტყმა მოხდა მეორე სამთო უბანში და დაგვეღუპა 6 ადამიანი. სამთო დარტყმამა გამოწვია ჭავლი, ამ ჭავლმა 6 ადამიანი დააზიანა, დაგვეღუპნენ. სამია დაშავებული, მაგრამ არცერთს არაფერი ემუქრება, დაწყებულია გამოყვანა, პრობლემა არ არის გამოყვანაზე“-ამბობს შახტის წარმომადგენელი.

banner
წინა სტატიაშიიგეგმება ეკონომიკური ზონის ამოქმედება სოფელ რუხთან
შემდეგი სტატიაშსს მინდელის შახტაში 6 ადამიანი დაიღუპვის ფაქტს ადასტურებს – მომხდარზე გამოძიება დაიწყო