,,არანაირი სურვილი არ მაქვს სტრასბურგში სარჩელი “ხარშილაძე-საქართველოს წინააღმდეგ” წავიდეს”

ჟურნალისტ ელისო კილაძის შვილი დავით ხარშილაძე მისი საქმის გაჭიანურებას ელოდება. ხარჩილაძის თქმით დაცვის მხარეს დღეს დასკვნითი სიტყვა აქვს სათქმელი, რის შემდეგაც არის რეპლიკების ეტაპი, ბოლოს კი ის შემაჯამებელ სიტყვას იტყვის.

დავით ხარშილაძისთვის უცნობია, რამდენად მოესწრება ეს ყველაფერი დღევანდელ პროცესზე.

“არანაირი სურვილი არ მაქვს “ხარშილაძე-საქართველოს წინააღმდეგ” ასეთი სარჩელი წავიდეს სტრასბურგში და შესაბამისად, ველოდები გამამართლებელ განაჩენს. მთელმა საქართველომ იცის, რომ არაფერი მქონია და უდანაშაულო ვარ, ისევე როგორც რამდენიმე ბიჭი, ვისაც ნარკოტიკი ჩაუდეს”, – განაცხადა დავით ხარშილაძემ.

ელისო კილაძის შვილი დავით ხარშილაძე სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. მას ბრალად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა ედება, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიმთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტების პოპულარიზაცია გრძელდება
შემდეგი სტატიაქართული ნავთობი აუქციონზე გავიდა