,,არანაირი ფუნდამენტური ფაქტორი არ არის, რომ ვხედავდეთ ლარის დევალვაციას – გარკვეული პოლიტიკოსებისგან უპასუხისმგებლო განცხადებებმა ამ ყველაფერს ხელი შეუწყო”

არანაირი ფუნდამენტური ფაქტორი არ არის ეკონომიკაში იმისთვის, რომ ჩვენ ვხედავდეთ ლარის დევალვაციას, შესაბამისად, ბუნებრივია, უპასუხისმგებლო განცხადებებმა გარკვეული პოლიტიკოსების მხრიდან ამ ყველაფერს ხელი შეუწყო,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეროვნული ბანკის მიერ გაკეთებული განმარტება, საკმაოდ შინაარსიანი და ობიექტური იყო.

„ვფიქრობ, ეროვნული ბანკის მიერ გაკეთებული განმარტება არის საკმაოდ შინაარსიანი და ის ობიექტურ რეალობას ეყრდნობა. არანაირი ფუნდამენტური ფაქტორი არ არის ეკონომიკაში იმისთვის, რომ ჩვენ ვხედავდეთ ლარის დევალვაციას, შესაბამისად, ბუნებრივია, უპასუხისმგებლო განცხადებებმა გარკვეული პოლიტიკოსების მხრიდან ამ ყველაფერს ხელი შეუწო. ჩვენთვის მთავარი და კრიტიკულად მნიშვნელოვანი არის ორი ფაქტორი: ეს არის პირველ რიგში ინფლაცია, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ორიენტირი ჩვენთვის და მეორე არის დედოლარიზაციის სტრატეგია, ანუ ლარიზაცია. ჩვენი მოქალაქეებისთვის მტკივნეული არ უნდა იყოს სხვადასხვა გარე ფაქტორებიდან გამომდინარე კურსის ცვლილება. ჩვენ გვერგო ეს მემკვიდრეობით, რომ ჩვენ ქვეყანაში გვაქვს დოლარიზაციის ძალიან მაღალი დონე. დავიწყეთ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა და იცით, რომ ლარიზაცია გაზრდილია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენთვის აუცილებელია, რომ ჩვენს ეკონომიკაში იყოს ლარიზაციის მაღალი დონე და ის რისკები, რომელიც მომდინარეობს დოლარიზაციის მაღალი დონიდან გამომდინარე, იყოს დაბალანსებული“,- განაცხადა ბახტაძემ.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ბახტაძე: 2007 წლის 7 ნოემბერი არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში
შემდეგი სტატიაჯარისკაცებს, მესაზღვრეებს, სანაპირო დაცვისა და სპეციალური დაცვის სამსახურის თანამშრომლებს ხელფასები გაეზრდებათ