არანაირი პროდასავლური ფრთა ეკლესიაში არ არსებობდა და არ არსებობს -გოჩა მირცხულავა

ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებული მოვლენები აშკარად მეტყველებს:
1. არანაირი პროდასავლური ფრთა ეკლესიაში არ არსებობდა და არ არსებობს; (ამაზე მასალები გამოქვეყნებული მაქვს თან ე როდის თქვენ რომ პრადვინუტ მეუფეებს აქებდით);
2. ცხადია, სახელმწიფოს – ხელისუფლებისა და პროდასავლურად წოდებული პოლიტიკური კლასის პოლიტიკის ფიასკო და სრული მარცხი;
3. სრულიად უგუნურად “კოვზამდე” დაყვანილი თემა ხომ გექცათ პოლიტიკად, ჯერ სად ხარ. ხომ გეუბნებოდით ხელისუფლებისა და ძალაუფლებისთვის იბრძვიან მეთქი;
4. რად გინდათ არჩევნები, პირდაპირ გადააბარეთ ძალაუფლება ეკლესიას, ხელისუდლებამაც და ოპოზიციამაც;
5. ანუ რეფერენდუმი მრევლმა უნდა ჩაატაროს ხომ? გუშინდელი ჩემი პოსტი გადაიკითხეთ – ხალხზე და მეევლზე;
6. სამარცხვინო სახელმწიფოა ეს და ახლა რაც ყველაზე მეტად მომიშლის ნერვებს ოპოზიციის სიბრძნე და შიოსთან შეკრული, მათ შორის ოპოზიციური მედიის ტონი იქნება, “გია ვოლსკის” სიბრძნე სულაც არ მაინტერესებს – მავნებელია;
7. აი, თქვენი პოლიტიკა – ბოლო 17 წლის, ძალიან გონიერი და უდავოდ თავსლაფისდამსხმელი;
8. აი, მამალაძის საქმის ფინალიც;
9. აი, პრობლემა – ეკლესიაში და არა ვიღაცის მორალურ-ზნეობრივი ქცევა-ვნებები”- წერს ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა

banner
წინა სტატიაშიანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში 64 პირი იმყოფება
შემდეგი სტატიაპროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ჯგუფურად ჩადენილი თაღლითობისთვის ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა