მინდია ჯანელიძე: არანაირი ორი პარალელური სტრუქტურა ქვეყანაში არ არსებობს

კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელ მინდია ჯანელიძის განცხადებით, უშიშროების საბჭო და კრიზისების მართვის საბჭო ორი სხვადასხვა უწყებაა და ისინი პარალელურ სტრუქტურებს არ წარმოადგენენ.

ჯანელიძის თქმით, აღნიშნული საკითხის ზედმეტი პოლიტიზირება საჭირო არ არის ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. ჯანელიძე ასევე მზადყოფნას გამოთქვამს, სამუშაო რეჟიმში შეხვდეს ყველა დაინტერესებულ პირს და აღნიშნული საკითხი განიხილოს.

“არანაირი ორი პარალელური სტრუქტურა ქვეყანაში არ არსებობს, რადგან უშიშროების საბჭო არის დამოუკიდებელი სტრუქტურა თავისი კომპეტენციით და ფუნქციებით, ხოლო კრიზისების მართვის საბჭო არის თავისი კომპეტენციით დამოუკიდებელი სტრუქტურა. ეს არის განსაზღვრული და დადგენილი კანონით. რაც შეეხება მოსაზრებებს, ის შეიძლება მრავალი არსებობდეს. ჩვენ მზად ვართ, სამუშაო რეჟიმში ამ საკითხებზე ვიმსჯელოთ, მაგრამ საკითხის ზედმეტი პოლიტიზირება არ არის კარგი იმიტომ, რომ ეს ეხება ქვეყნის უსაფრთხოებას”, – განაცხადა ჯანელიძემ.

შეგახსენებთ, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ კრიზების მართვის საბჭოსა და უშიშროების საბჭოს გაერთიანების ინიციატივით გამოვიდნენ.

banner
წინა სტატიაშიგადაბაძე სკანდალურ მიმოწერებს ასაჯაროებს (ვიდეო)
შემდეგი სტატიაენმ მთავრობას მოუწოდებს გაიაფების ხარჯზე არ დაუშვას მედიკამენტების ხარისხის გაურესება