„არანაირი ნდობის საფუძველი ამ გამოძიების მიმართ არ ჩნდება“ – მესამე სექტორი პროკურატურას უნდობლობას უცხადებს

როკურატურას უნდობლობას უცხადებს მესამე სექტორი. არასამტავრობო ორგანიზაციებისთვის ეჭვის საფუძველს ნუცუბიძეზე მომხდარი შემთხვევის ამსახველი ვიდეოკადრების არარსებობა იძლევა. არასამთავრობოები ჩანაწერის მიზანმიმართული განადგურების ეჭვს გამოთქვამენ.

„არანაირი ნდობის საფუძველი ამ გამოძიების მიმართ არ გიჩნდება ადამიანს, იმიტომ რომ რაღაც გაუგონარ ამბავს ამბობენ, რომ სამი კამერიდან არცერთი არ აფიქსირებდა იქ მიმდინარე პროცესებს. შესაბამისად, რომც გაასაჯაროვოს იქ მიმდებარედ რა ხდებოდა, რაღაცას გავიგებთ, მაგრამ მთავარი ის არის, რომ იმისთვის არსებობს ის კამერა, რომ დაკავებისას გადაიღოს პოლიციელმა, თორემ მანამდე ვის რას ესაუბრებოდი, ის აბსოლუტურად არ არის საინტერესო,“ – განაცხადა მოძრაობა ”თეთრი ხმაურის” წევრმა გიორგი მახარაძემ.

არასამთავრობო ორგნიზაციები პროკურატურას საკითხის საფუძვლიანი შესწავლისკენ მოუწოდებენ

„პროკურატურის განცხადება, რაც ჩვენ მოვისმინეთ, ცალსახად ვერ აკმაყოფილებს იმ მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს, რაც ამ საქმესთან დაკავშირებით არსებობს. ამიტომ ცხადია, საზოგადოებაში არსებობს მოთხოვნა, რომ უფრო მეტი ინფორმაცია იყოს წარმოდგენილი და გასაჯაროებული. მათ შორის ის ჩანაწერებიც, რომელიც საქმეში არსებობს,“ – აცხადებს „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტი გურამ იმნაძე.

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაია სამეგრელოს გუბერნატორის კაბინეტში გადაღებულ სკანდალურ ფოტოებს ასაჯაროებს
შემდეგი სტატიასაზღვრის უკანონოდ კვეთისთვის ბაქოს ინტერპოლის მიერ ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს