არანაირი ნდობა, რომ საარჩევნო ბიულეტენებში უკვე წინასწარ ყველაფერი არ არის გასწორებული, არ არსებობს – ნადირაშვილი კობახიძის შეთავაზებაზე

ევროპული საქართველოს წევრი, ირმა ნადირაშილი, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, სადაც მან ოპოზიცურ პარტიებს მოუწოდა პარლამენტში შესვლისაკენ და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში მუშაობისაკენ.
ნადირაშვილის თქმით, კობახიძეს არაფერი ახალი არ უთქვამს და მისი განცხადება არის მორიგი სისულელე კიდევ ერთი გამოსვლა გამოსვლისათვის.
ნადირაშილმა აღნიშნა, რომ ოპოიციას არ აქვს ნდობა, რომ საარჩევნო ბიულეტენებში ყველაფერი უკვე წინსწარ არ არის გასწორებული, შესაბამისად, ევროპული საქაღთველო ამ შეთავაზებას არ მიიღებს.
“მსგვასი სისულეები კობახიძისაგან არაერთხელ მოგვისმენია, მას არაფერი ახალი დღევანდელ ბრიფინგზე ცხადია არ უთქვამს, შემოთავაზება, რომ გადაითვალოს საარჩევნო უბნები საჭირო რაოდენობით, ეს არის მორიგი სისულელე, რადგან, ეს ბიულეტენები ამდენი ხნის განმავლობაში იყო თამარ ჟვანიას ხელში, რომელმაც პირდაპირ დაჯღაპნა ოქმები და ასე დასვა არჩევნების შედეგი.
შესაბამისად, არანაირი ნდობა, რომ ამ ბიულეტენებში უკვე წინასწარ ყველაფერი არ არის გასწორებული, არ არსებობს, შესაბამისად, ოპოზიური პარტიები და პირველ რიგში მე შემიძლია ევროპული საქართველოს სახელით ვთქვა, ამ შეთავაზებას რათქმაუნდა არ მიიღებენ.
ჩენი მოთხოვნები არის ძალიან გასაგები, ეს არის რიგგარეშე არჩევნები, რომელსაც წინ უნდა უძღვოდეს საარჩევნო სისტემის შეცვლა. ამიტომ, შესაბამისად, ცხადია ეს არის ირაკლი კობახიძის მორიგი გამოსვლა გამოსვლისთის, არ ცვლის საერთო ვითარებას და ჩვენ ამ წინადადებას არ მივიღებთ.“ – განაცხადა ნადირაშილმა.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე – ბიძინა ივანიშვილს არ სჭირდება ძალაუფლება
შემდეგი სტატიაგიორგი ღოღობერიძე პრეპარატ „მოლნუპირავირზე”