“არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მე ვიქნები თუ არა” – გედევან ფოფხაძე “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოში დაგეგმილ ცვლილებებზე

ე.წ. ურჩი დეპუტატებისთვის, უცნობია დაესწრებიან თუ არა “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს დღეს დაგეგმილ სხდომას.

გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ მისი სხდომაზე და პოლიტსაბჭოში ყოფნის აუცილებლობას ვერ ხედავს, მისი თქმით, მთავარია პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში ისეთი პოლიტიკოსები შევიდნენ, რომლებიც მისი აზრისა და პრინციპების გამტარებლები იქნებიან.

ფოფხაძე ამბობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ბოლოს განვითარებულ მოვლენებში ისაა, რომ ბიძინა ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარედ დაბრუნდა.

„მე ვერ ვხედავ ჩემი იქ ყოფნის აუცილებლობას. მარტივად გეტყვით და უპრიანი იქნება, რომ სხვა ადამიანები იყვნენ იქ წარმოდგენილნი. მე რამდენჯერმე ხაზგასმით ვთქვი, რომ ჩემთვის პრინციპული არის, რომ ჩემი ღირებულებების, პრინციპების ადამიანები იყვნენ იქ პოლიტსაბჭოში წარმოდგენილი.

არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მე ვიქნები თუ არა. მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო ბიძინა ივანიშვილმა იმით, რომ ის დაბრუნდა პოლიტიკაში და პარტიას თავის თავი როგორც თავმჯდომარემ ისე შესთავაზა. ამიტომ მე პირველ რიგში მისი პოზიცია მიმაჩნია ამ შემთხვევაში მნიშვნელოვნად,“-აცხადებს გედევან ფოფხაძე.

banner
წინა სტატიაშიWelcome to Georgia, freedom is here, love is here!
შემდეგი სტატიაივანიშვილს უნდა მოვუსმინოთ როგორი პოლიტსაბჭო სჭირდება და რატომ – მმართველი გუნდი დაგეგმილ რეორგანიზაციაზე საუბრობს