არანაირი კონსულტაცია გაერთიანებაზე რესპუბლიკელებთან არ ყოფილა

alasania_74თავისუფალი დემოკრატების ლიდერი, ირაკლი ალასანია, რესპუბლიკურ პარტიასთან წინასაარჩევნოდ გაერთიანებაზე კონსულტაციებს უარყოფს-ამის შესახებ მან განცხადება გადაცემა არჩევანში გააკეთა და თქვა, რომ თავისუფალ დემოკრატებს სურდათ, საკუთარი ძალები დამოუკიდებლად მოესინჯათ არჩევნებზე.

„თავისუფალი დემოკრატების მიერ კოალიციის დატოვების შემდეგ რესპუბლიკელები რჩებოდნენ ხელისუფლებაში და ვერც იქნებოდა საუბარი რაიმე ტიპის გაერთიანებაზე. არანაირი კონსულტაცია გაერთიანებაზე არ ყოფილა. ჩვენ გვინდოდა, ჩვენი პარტია გამოგვეცადა დამოუკიდებლად,“ – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.მისივე განცხადებით ურჩხულებთან ბრძოლაში არ უნდა დაემსგავსო ურჩხულს ხალხს უნდა დავანახოთ, რომ პოლიტიკაში შემოსვლას სუფთა ხელებით შემოსვლას ვაპირებთ. ნიცშეს აქვს ნათქვამი, – ურჩხულებთან ბრძოლაში თავად არ უნდა დაემსგავსო ურჩხულებს, ამიტომ ჩვენ ეს პრინციპი გვქონდა, არ გვეკეთებინა პოლიტიკა ბინძური მეთოდით, როგორც სხვა პარტიები აკეთებდნენ,“ – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

 

https://youtu.be/Bp_aJRvB35o

banner
წინა სტატიაშიჩვენ საკმარისი მხარდაჭერა ვერ მოვიპოვეთ
შემდეგი სტატიაობამამ მოსკოვს მოუწოდა შეწყვიტოს მსოფლიოსთვის პრობლემად ყოფნა