„არანაირი კომპეტენცია ჩუბინიძეს არ ჰქონდა, თუ სპეცრაზმს აძლევდა დავალებებს ამით პროკურატურტა უნდა დაინტერესდეს” -თენგიზ გუნავა

„არანაირი კომპეტენცია ჩუბინიძეს არ ჰქონდა იმიტომ, რომ ის გახლავთ სახელმწიფო დაცვის ხელმძღვანელი“ – ამის შესახებ განცხადება თენგიზ გუნავამ გააკეთა. მისი თქმით, სპეცრაზმს ჰყავს თავისი ხელმძღვანელი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს ბრძანებების გაცემის უფლება არ აქვს.

„სპეცრაზმს ჰყავს თავისი ხელმძღვანელი. სპეცრაზმი იქნებოდა ან შსს-ს ან უსაფრთხოების სამსახურის. ასე, რომ ჩუბინიძეს არაფერი არ ესაქმებოდა. თუ ბრძანება გასცა ეს არის უკანონო ბრძანება გაცემული. თუ ჰქონდა ჩუბინიძეს შეხება და სპეცრაზმს აძლევდა დავალებებს, ეს უნდა შეისწავლონ და ბუნებრივი პროკურატურა უნდა დაინტერესდეს.

კადრებში, რომელიც 20 ივნისს, დარბევის ღამეს არის გადაღებული კარგად ჩანს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი და ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვა ანზორ ჩუბინიძე, რომელიც სპეცრაზმს შორის დგას და, სავარაუდოდ, განკარგულებებს სწორედ ის იძლევა.

banner
წინა სტატიაშიხვალ 14:00 საათზე მანქანის სიგნალების აქცია გაიმართება
შემდეგი სტატიასტივენ ნიქსი: ჩვენ არ გვინდა კიდევ ერთხელ ვიხილოთ 20 ივნისის ღამის მოვლენები