არანაირი business as usual კრიმინალებთან

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ზაზა ბიბილაშვილი სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.

“დღეს, სასამართლოს ნარჩენების გაუქმებითა და “რუსთავი 2”-ის წაღებით, დასრულდა საქართველოში ივანიშვილის დიქტატურის დამყარება.

სისხლის სამართლის დამნაშავეა ყველა, ვინც ამ პროცესში მიიღო მონაწილეობა – ურთმელიძით დაწყებული, გვენეტაძით დამთავრებული.

ამის გამართლება არ არსებობს და თუ საქართველოს ისევ 70-წლიანი მონობა არ უწერია (რისთვისაც უნდა ვიბრძოლოთ სისხლის ბოლო წვეთამდე), მაშინ ამ დიდი დანაშაულის თითოეული მონაწილე აუცილებლად აგებს პასუხს კანონის წინაშე.

დღეს საქართველოზე დაეშვა რუსული სიბნელის ფარდა, რისთვისაც ყველაფერი გააკეთა მკვლელმა და მოღალატემ ბიძინა ივანიშვილმა.

დიახ, მკვლელმა: ნუთუ ვინმეს ერთი წამით მაინც ეპარება ეჭვი იმაში, რომ სწორედ მან მოაკვლევინა ეროსი კიწმარიშვილი, რომელიც ხელს უშლიდა “რუსთავი 2″-ის წაღებაში?

და დიახ, მოღალატემ: ნუთუ ვინმეს ერთი წამით მაინც ეპარება ეჭვი იმაში, რომ ივანიშვილი რუსულმა სპეცსამსახურებმა მოიყვანეს, თავისი ფულით, თავისი აგენტი ბედუკაძის მხატვრული ფილმითა და 9 თვის ბავშვის მსხვერპლშეწირვით?

დღეს ივანიშვილმა მოიჭრა უკან დასახევი ბოლო გზა და გვითხრა, რომ საქართველოში სასამართლო, არჩევნები, თავისუფალი მედია და, ზოგადად, დემოკრატია გაუქმებულია.

ახლა უნდა ვიბრძოლოთ.

არანაირი business as usual კრიმინალებთან.

არანაირი ზრდილობიანი სალამი იმათ, ვინც რეჟიმს ემსახურება, რა გინდ რა ფორმით.

მხოლოდ დამსახურებული, კეთილშობილი ზიზღი და დაუოკებელი მრისხანება მათ მიმართ. ამას იმსახურებს ჩვენი ქვეყნის და თავისუფლების ყველა მტერი და მოღალატე. ანუ „ოცნების“ ყველა წევრი და ივანიშვილზე მომუშავე ყველა ადამიანი, რომელიც ნათლად და არაორაზროვნად არ გაემიჯნება დღევანდელ დანაშაულს.ბრძოლა გამარჯვებამდე. გაუმარჯოს საქართველოს!”, – წერს ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე: ხელისუფლებამ რუსთავი 2-ის საქმეზე დაიწყო ვაჭრობა
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი:რატომ არ ვიცავ რუსთავი 2 ს!