“არანაირ მოლაპარაკებებს „ნაციონალურ მოძრაობსათან“ არც როცა კოალიციაში ვიყავით და არც კოლიციის დატოვების შემდეგ, ადგილი არ ჰქონია”

„ეროვნული ფორუმის“ ლიდერი კახა შარტავა კატეგორიულად უარყოფს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ რაიმე სახის მოლაპარაკებებს.

“არანაირ მოლაპარაკებებს „ნაციონალურ მოძრაობსათან“ არც როცა კოალიციაში ვიყავით და არც კოლიციის დატოვების შემდეგ, ადგილი არ ჰქონია”, – განაცხადა ჟურნალისტებთან კახა შარტავამ.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ მსგავსი განცხადებებით, მეორე ტურისთვის წინაპირობების შექმნას ცდილობს.

„თუ ვინმე არ განიხილებოდა და არ განიხილება, ეს გახლავთ „ნაციონალური მოძრაობა“. თავიანთი მეორე ტურისთვის წინაპირობების შექმნას ცდილობენ, ტყუილად ირჯებიან „ეროვნული ფორუმის“ მისამართით. მსგავსი ტიპის მოლაპარაკებებს არც წინასაარჩევნოდ ჰქონია ადგილი და არც პარტიათა შორის რაიმე კონსულტაციებს მიმდინარეობდა“,- განაცხადა კახა შარტავამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გია ბარამიძე აცხადებს, რომ პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობის”, “ფორუმისა” და “დემოკრატების” გაერთიანებაზე კულუარული საუბრები იყო, თუმცა ოფიციალურ მოლაპარაკებამდე საქმე არ მისულა.

გიორგი ბარამიძის ამ განცხადებამდე, მისი კომენტარი გაავრცელა სააგენტო “აიპრესმა”, სადაც ბარამიძე ამბობს, რომ ალასანიას გუნდი, „ეროვნული ფორუმი“ მზად იყვნენ, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ეთანამშრომლათ და მათ ერთად პარლამენტში უმრავლესობა შეექმნათ. ბარამიძის განცხადებით, ეს მაშინ ხდებოდა, როდესაც „თავისუფალმა დემოკრატებმა“ უმრავლესობა დატოვეს, თუმცა გაერთიანებაზე უარი თქვეს „რესპუბლიკელებმა“. ამ კომენტარს ბარამიძემ “არასწორი ინტერპრეტაცია” უწოდა.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირი სირიის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ შემოიღებს
შემდეგი სტატია“ნაციონალური მოძრაობა” ცდილობს, ასეთი აბსურდული განცხადებებით, მეორე ტურში ხმები მოაგროვოს”