არამხოლოდ უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომაც უნდა მიიღონ EU-ს წევრობის უფლება – სოროსი

“საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, საკუთარი პროევროპული მიდგომის გაფართოებით, მხარი დაუჭირა მნიშვნელოვან გეოგრაფიულ გაფართოებასა და ევროკავშირის მიერ ამისთვის მზადების აუცილებლობას. არამხოლოდ უკრაინამ, არამედ მოლდოვამ, საქართველომ და დასავლეთ ბალკანეთმაც უნდა მიიღონ ევროკავშირის წევრობის უფლება. დეტალების დამუშავებას დრო დასჭირდება, თუმცა, როგორც ჩანს, ევროპა სწორი მიმართულებით მოძრაობს. უკრაინაში შეჭრას მან (ევროპამ) იმაზე დიდი სიჩქარით, ერთიანობითა და ენერგიით უპასუხა, ვიდრე აქამდე საკუთარ ისტორიაში. ყოყმანით დაწყების შემდეგ, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმაც მტკიცე პროევროპული ხმა გამონახა.” – წერს მილიარდერი და ღია საზოგადოების ფონდების დამაარსებელი, ჯორჯ სოროსი საკუთარ წერილში – ჩვენი ცხოვრების ბრძოლა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინამ დასავლეთისგან სუ – 25 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები მიიღო
შემდეგი სტატიაამჟამად 700 000 შეიარაღებული პირი გვყავს, შეგვიძლია მილიონამდე ასვლაც – არესტოვიჩი