შოვში მომხდარ სტიქიურ უბედურებას და-ძმა გიორგი და სოფიო ყარალაშვილები ემსხვერპლნენ. ამის შესახებ ინფორმაციას მათი ახლობლები ადასტურებენ.
“ლელო საქართველოსთვის” წევრი ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში წერს:
“წავიდა ყარალა… გუშინ ღამით დადასტურდა გიორგის და დათოს ამბავი. ოჯახმა არ იცოდა და დარჩა გულის გასახეთქ საიდუმლოდ, რომელიც უბრალოდ მარტო უნდა გამოგეტირა. არამხოლოდ უბრალოდ კარგი ადამიანი, საოცარი ღირბეულების პარტიოტი და მომავლის მოქალაქე დაკარგა ქვეყანამ!” – წერს ირაკლი კუპრაძე.
როგორც ცნობილია, გიორგი ყარალაშვილი სორბონას უნივერისტეტში სწავლობდა.
ცნობისთვის, 3 აგვისტოს რაჭაში, შოვში უდიდესი ტრაგედია მოხდა. იმ ადგილის მიმდებარედ, სადაც სასტუმრო “სანსეთ შოვი” და კოტეჯებია განთავსებული, მეწყერი ჩამოწვა. ადგილზე ათობით დამსვენებელი იმყოფებოდა.
ბოლო ინფორმაციით, მეწყერს 19 ადამიანი ემსხვერპლა. მაშველები 20-ზე მეტ დაკარგულს ეძებენ.