არამეგობრული ქვეყნები რუსეთის მიწოდების ქსელებს ანადგურებენ – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ვირტუალური შეხვედრის დროს ეკონომიკური პრობლემები განიხილა, რომელიც რუსეთის არქტიკულ ტერიტორიებსა და ჩრდილოეთ საზღვაო გზას უკავშირდება.

არქტიკული საბჭოს ქვეყნებმა: კანადამ, დანიამ, ფინეთმა, შვედეთმა, ნორვეგიამ, ისლანდიამ და აშშ-მ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთთან თანამშრომლობა შეწყვიტეს.

პრეზიდენტს უკრაინაში არსებულ ვითარებაზე არ უსაუბრია, თუმცა აღნიშნა, რომ რუსეთთან თანამშრომლობის გაწყვეტა ევროპის ქვეყნებსა და შეერთებულ შტატებს ერთნაირად დააზარალებს.

“არამეგობრული ქვეყნები არქტიკული მიწოდების ქსელებს ანადგურებენ”. – თქვა პუტინმა.

ამასთან ერთად, პრეზიდენტმა აღიარა, რომ რუსეთი საკმაოდ დაზარალდა, თუმცა აღნიშნა, რომ რუსეთს მარტივად შეუძლია სავაჭრო ურთიერთობების წარმოება იმ ქვეყნებთან, რომლებსაც ეს “ნამდვილად სჭირდებათ”.

banner
წინა სტატიაშირასაც ჩვენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ვხვდებით, ეს არის აბსოლუტურად საგანგაშო, იმიტომ, რომ დემოკრატიის ყველა კომპონენტში ჩვენ გვაქვს უმძიმესი შეფასებები – ხოშტარია
შემდეგი სტატიაუკრაინის მთავრობა ყურადღებით იყოს, თავად არ მოხვდნენ გასაცვლელ ტყვეებს შორის – მედვედევი