არამარტო ტატუნაშვილზე, ვერც ერთ საკითხზე ვერ მოვისმინეთ შინაარსობრივი პასუხი, თითქოს არ გაუგიათ, რას ვლაპარაკობთ

ჟენევაში შეხვედრა დასრულდა. მხარეები ვერც ერთ საკითხზე ვერ შეთანხმდნენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა აცხადებს, არამარტო ტატუნაშვილის საკითხზე, არამედ ვერც სხვა საკითხებზე შინაარსობრივი პასუხიები ვერ მიიღეს.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ყველა კითხვას თავს არიდებდნენ.

„კარასინისგან ვერაფერი მოვისმინეთ. ცხინვალიდან კი მოვისმინეთ გრძელი რეჩიტატავი, რომელიც კარგადაა ჩვენთვის ცნობილი. მათ თქვეს, რომ არჩილ ტატუნაშვილი გარდაიცვალა გულის შეტევით. სამი საათი და შესვენების შემდეგ გავაგრძელეთ საუბარი ამ თემაზე. ჩვენ ყველა არგუმენტი წარმოვადგინეთ. ყველას გადავეცით ექსპერტიზის დასკვნა. იქვე აღვნიშნეთ, რომ ეს დასკვნა ვერ იქნება საბოლოო, რადგან სიკვდილის მიზეზების დასადგენად საჭიროა ორგანოები. როდესაც საუბარია გულით გარდაცვალებაზე, მაშინ ამის დაჯერება როგორ შეიძლება, როდესაც გული არ არსებობს. მოვითხოვეთ ორგანოების გადმოცემა და ვერაფერი მოვისმინეთ. დღეს ვერ მივიღეთ ვერც კი და ვერც არა. ორგანოების გადმოცემაზე პასუხი არ გაუციათ.

შეხვედრაზე მხოლოდ გვადანაშაულებდნენ ემოციურობაში. არამარტო ტატუნაშვილზე, არამედ ვერც ერთ საკითხზე ვერ მოვისმინეთ შინაარსობრივი პასუხი. იყო მცდელობა იმის, რომ თითქოს არ გაუგიათ რას ვლაპარაკობთ. თავიდან ირიდებდნენ ყველა კითხვაზე პასუხს“,- განაცხადა დონდუამ.

ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 44-ე რაუნდი გაიმართა.

banner
წინა სტატიაში,,გაერთიანების შემთხვევაში უნდა დაფასდეს თითოეული ის ადამიანი, დაწყებული რიგითი თანამშრომლიდან, დამთავრებული მინისტრის მოადგილით
შემდეგი სტატიაბრიუსელში ლტოლვილთა შესახებ საგანგებო სამიტი გაიმართება