“არალეგიტიმური მარიონეტული ხელისუფლება აგრძელებს ქართველების სასტიკ დარბევას… დაუწესდეს სანქციები ივანიშვილს” -უილსონი

“საქართველოს არალეგიტიმური მარიონეტული ხელისუფლება აგრძელებს ქართველების სასტიკ დარბევას. სასწრაფოდ დაწესდეს სანქციები ბიძინა ივანიშვილსა და მის „ქართული ოცნების“ გარემოცვაზე”, – ამის შესახებ X-ზე წერს კონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი, რომელსაც ტრამპის ადმინისტრაცია აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარედ მოიაზრს.

“საქართველოს არალეგიტიმური მარიონეტული ხელისუფლება აგრძელებს ქართველების სასტიკ დარბევას. მოვუწოდებ, სასწრაფოდ დაწესდეს სანქციები ბიძინა ივანიშვილსა და მის „ქართული ოცნების“ გარემოცვაზე. ჩვენ არ შეგვიძლია დავდგეთ გვერდით და დავუშვათ საქართველო დიქტატურაში, ხალხის ნების საწინააღმდეგოდ ჩავარდეს”, – წერს ჯო უილსონი.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის საელჩო: ვინც პასუხისმგებელია სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობაზე, პასუხი უნდა აგონ
შემდეგი სტატია“საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში შევა ცვლილება, რომლითაც რეორგანიზაციის საკითხები საჯარო სექტორში გამარტივდება”-მდინარაძე