11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
banner

არალეგალური სასაკლაოები შიდა ქართლში- სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ობიექტები დააჯარიმა და საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინეს:  კერძოდ, ქალაქ გორში, ფიზიკური პირი თ.ჩ (მის: გოგებაშვილის N 2) , ინდმეწარმე ბ. კ. (მის: ყიფიანის N29) და პ. ნ. (მის: გურამიშვილის ჩიხი N2), საქმიანობდნენ ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის და სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე.

ინსპექტირების ფარგლებში გამოიკვეთა კრიტიკული შეუსაბამობები, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია, ცხოველების დაკვლა ხდებოდა ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე .

გამოვლენილ დარღვევებზე გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები მეწარმეები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმო პროცესი.

ხორცისა და ხორცპროდუქტების წარმოების, გადამუშავებისა და რეალიზაციის კონტროლი სურსათის ეროვნული სააგენტოს პრიორიტეტული მიმართულებაა. სააგენტოს ინსპექტორები მთელი საქართველოს მასშტაბით ყოველდღიურად ახორციელებენ სახელმწიფო კონტროლს. სააგენტო აქტიურად მუშაობს არალეგალური წარმოებების გამოვლენაზე.

banner
წინა სტატიაშინანა სანდერსი:შემომიყვანეს ფსიქიატრი, ადამიანი, რომელიც ნინო დათაშვილს შეშლილად აცხადებდა
შემდეგი სტატიამარკ რუტე უკრაინის რადაში:ალიანსის წევრი ქვეყნები, უკრაინასთან ერთად, ქმნიან ახალ იარაღს და მას დაუყოვნებლივ აწვდიან თქვენს ქვეყანას