5.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 15, 2026
banner

არალეგალური სასაკლაოები გამოავლინეს

აბაშასა და სამტრედიაში არალეგალური სასაკლაოები გამოვლინდა,_ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
“სამეგრელოს დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად დადგინდა, რომ ფიზიკური პირი ჯ. ხ. (მის: გამსახურდიას ქ. N116, აბაშა), შემდგომი რეალიზაციის მიზნით, თვითნებურად, სასაკლაოს გვერდის ავლით, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევითა და სურსათის უვნებლობისადმი არსებული მოთხოვნების უგულებელყოფით კლავდა ცხოველს; ადგილზე აღმოჩენილი საეჭვო წარმომავლობის ხორცი დაილუქა, ფიზიკური პირი დაჯარიმდა კანონმდებლობის შესაბამისად.
იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს ფიზიკური პირი ნ. თ.-ს არალეგალურ სასაკლაოზე (მის: დიდგორის მე-3 შეს #17, სამტრედია). ობიექტი საქმიანობდა სააგენტოს მიერ მინიჭებული სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე, რის გამოც დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი.
ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ცხოველის დაკვლა საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, ზრდის ზოონოზური დაავადებების (ჯილეხი, ბრუცელოზი და სხვა) გავრცელებისა და მოწამვლის რისკებს. სააგენტო კიდევ ერთხელ აფრთხილებს ფიზიკურ პირებს, არ დაკლან ცხოველი თვითნებურად, კუსტარულად მოწყობილ სასაკლაოზე”,_ აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტო.
banner
წინა სტატიაში“რასაც “ოცნება” განათლების რეფორმას უწოდებს, ნგრევაა”- ტატა ხვედელიანი
შემდეგი სტატიაავარიის შედეგად ქალი დაშავდა- საავადმყოფოში გადაიყვანეს მძღოლიც