არახამია: რუსული კომპანიები სანქციებისთვის გვერდის ასავლელად ქართულ ორგანიზაციებს იყენებენ

უკრაინის რადას ფრაქცია “ხალხის მსახურის” ლიდერი დავით არახამია ამბობს, რომ რუსული კომპანიები დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს გვერდს უვლიან, ამისთვის კი ქართულ ორგანიზაციებს იყენებენ.

გამოცემა “დოიჩე ველეს” ინფორმაციით, ამის შესახებ არახამიამ ვაშინგტონში, მარშალის ფონდის ღონისძიებაზე საუბრისას თქვა.

არახამიას თქმით, რუსეთი ინტენსიურად იყენებს “ქართულ ბანკებს, საფინანსო სისტემებს, ქართულ კომპანიებს და ა.შ”, რათა დასავლეთის სანქციების რეჟიმს გვერდი აუაროს.

“თუ შენ ხარ სანქცირებული რუსი, შედიხან ინტერნეტში, ხსნი ქართულ კომპანიას, ხსნი დისტანციურად საბანკო ანგარიშს და იწყებ დამუშავებას”, – დასძინა არახამიამ.

მან ასევე მოუწოდა ვაშინგტონს, მიიღოს ზომები, რათა “სანქციებისგან თავის დაძვრენის საშუალება დახუროს”.

წინა სტატიაშიგერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და იტალიის პრემიერმინისტრი მარიო დრაგი უკრაინაში ჩავიდნენ
შემდეგი სტატიასაფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის ლიდერები უკვე კიევში იმყოფებიან (video)