არაკეთილსინდისიერი მოსამართლეების დანიშვნით დადასტურდა, რომ ეს ინსტიტუტი ივანიშვილის მიერ არის მიტაცებული

“ვნახეთ, რომ სასამართლო კიდევ უფრო დაემორჩილა პოლიტიკურ ხელისუფლებას”,-ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა.

აბესაძის თქმით, სასამართლოში კორუფცია გაჩნდა.

“ამ ხელისუფლების პირობებში ვნახეთ, რომ სასამართლო კიდევ უფრო დაემორჩილა პოლიტიკურ ხელისუფლებას, ვიდრე ეს იყო წინა ხელისუფლების პირობებში.სასამართლოში გაჩნდა კორუფია და ამაზე საუბრობს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები.უზენაესის მოსამართლეებად ასეთი არაკომპეტენტური და არაკეთილსინდისიერი კანდიდატების საბოლოოდ დადასტურდა, რომ ეს ეს სახელმწიფო ინსტიტუტიც ივანიშვილის მიერ არის მიტაცებული”,-განაცხადა აბესაძემ.

ცნობისთვის,პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 19-კაციანი სიიდან 14-ს დაუჭირა მხარი და უვადო მოსამართლედ გაამწესა. პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლებად დაამტკიცა – მერაბ გაბინაშვილი, მირანდა ერემაძე, მამუკა ვასაძე , მაია ვაჩაძე, თამარ ზამბახიძე, შალვა თადუმაძე, ვლადიმერ კაკაბაძე, ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე, ნუგზარ სხირტლაძე, ლალი ფაფიაშვილი, ნინო ქადაგიძე, ქეთევან ცინცაძე, ალექსანდრე წულაძე.

banner
წინა სტატიაში“ქართული ოცნება” ნიადაგს ამზადებს, რომ ყველა ოპონენტი ციხეში გაისტუმროს – გიგლა ბარამიძე
შემდეგი სტატიაეს იქნება ძალიან საზიანო ქვეყნისთვის და მმართველი გუნდისთვისაც – ბესელია ევროსაბჭოს მონიტორინგის ჯგუფის კრიტიკულ განცხადებაზე