არაღიარებული სახელმწიფოები: კავკასიური ჩაკეტილი წრე

არაღიარებული სახელმწიფოები: კავკასიური ჩაკეტილი წრე

არაღიარებული სახელმწიფოები: კავკასიური ჩაკეტილი წრე
როგორ მოვიქცეთ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან დაკავაშირებით
გაზეთი „ვედომოსტი“
ანალიტიკა
ავტორი – ვარვარა პახომენკო, საერთაშორისო კრიზისულ ჯგუფთან არსებული ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის ანალიტიკოსი

ხაჯინბა ქართველთა ბინებს თავის ხალხს ურიგებს

როცა 2008 წლის 26 აგვისტოს პრეზიდენტმა მედვედევმა ხელი მოაწერა ბრძანებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ, შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ეს იქნებოდაგამონაკლისი, როგორც პასუხი დასავლეთის მიერ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებაზე, რუსეთთან შეთანხლების გარეშე. ბოლო ორმა წელმა გვაჩვენა, რომ მოსკოვი მზადაა შემდეგაც გამოიყენოს თვითგამორკვევის თემა: ყირიმის შემოერთება,თვითაღიარებული ლუგანსკის და დონეცკის რესპუბლიკების მხარდაჭერა, გაგაუზიასა და დნესტრისპირეთთან ოფიციალური კონტაქტების ინტენსიფიცირება.ბოლო დროს კი მისი ამდაგვარი აქტივობა გასცდა პოსტსაბჭოთა სივრცეს – 20 სექტემბერს მოსკოვში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია „ეროვნებათა დიალოგი. ერების თვითგამორკვევის უფლება და მრავალპოლუსიანი მსოფლიოს მშენებლობა“, სადაც შეიკრიბნენ სეპარატისტული მოძრაობის წარმომადგენლები დასავლეთ ევროპიდან და ამერიკიდან.
მოსკოვი ცდილობს, დემონსტრაციულად აჩვენოს, რომ ის შეიძლება გახდეს დასავლეთისადმისაპირისპირო ალტერნატიული მიზიდულობის ცენტრი, სთავაზობს რა მებრძოლებს თვითგამორკვევისთვის იმას, რაც მათთვის აუცილებელია – პოლიტიკურ, ფინანსურ ან სამხედრო მხარდაჭერას, თან პარალელურად რეგიონებში საკუთარ ინტერესებს ატარებს.თუმცა პირველი ორის, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის გამოცდილება აჩვენებს, რომ გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება არცთუ კარგად გამოსდის.
თავდაპირველადვე რუსეთმამისცა ორ რესპუბლიკას ის, რაც მათ სჭირდებოდათ: უსაფრთხოება, ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერა. ამით მას მიეცა შესაძლებლობა რეგიონში განეთავსებინა თავისი სამხედრო ბაზები, რაც იყო პასუხი იმაზე, რომ საქართველომ გააღრმავა ნატოსთან თანამშრომლობა. დღეს, ორივე რესპუბლიკაში მადლიერნი არიან იმისთვის, რაც რუსეთმა მათთვის გააკეთა, თუმცა გახშირდა კრიტიკული შეფასებები მოსკოვის პოლიტიკის მისამართით, რომელიც ფსონს დებს ადგილობრივ ელიტებზე და იგნორირებას უკეთებს მოსახლეობის მოთხოვნებს.

საქართველო-ნატო-ს სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავება თბილისის მიერ აღებულ ვალდებულებებს არ შეესაბამება
ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად წარმოაჩინეს რესპუბლიკებში დაგროვილი წინააღმდეგობები. 19 ოქტომბერს, რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველთან, ვლადისლავ სურკოვთან შეხვედრის შემდეგ სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა, ლეონიდ თიბილოვმა განაცხადა, რომ აუცილებელია რეფერენდუმის ჩატარება სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით. რასაც მოჰყვა პუტინის პრეს-მდივნისდიმიტრი პესკოვის მყისიერი უარყოფითი პასუხი: იმ შეხვედრაზე არ ყოფილა ამაზე საუბარი და საერთოდაც, სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი ქვეყანა არისო. ხელახლა წავიდა საუბრები იმის თაობაზე, თუ რამდენად დამოუკიდებელია რესპუბლიკის ხელმძღვანელობა თავის გადაწყვეტილებებში, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ცოტა ხნის წინ თიბილოვმა აღნიშნა, რომ რეფერენდუმის ჩატარება ჯერ ნაადრევია. ზოგის ვარაუდით, ეს არის მოსკოვის პოლიტიკის ნაწილი, გააგრძელოს საქართველოზე ზეწოლა, რადგან მან გააქტიურა ევროატლანტიკური მიმართულებით მოძრაობა, რაც გულისხმობსშემდეგს:თქვენ შეიძლება დაკარგოთ რეგიონი სამუდამოდ.
ასევე შეიძლება გავიხსენოთ საუბრები დნესტრისპრეთის სახალხო რესპუბლიკაში ანალოგიური რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით.21 ოქტომბერს სოხუმში რამდენიმე ათასი ადამიანისგან შემდგარმა ოპოზიციამ ბრალი დასდო პრეზიდენტ ხაჯიმბას იმაში, რომ ქვეყანა სულ უფრო მეტად ექცევა რუსეთის დაქვემდებარებაში და „აფხაზეთის რესპუბლიკა თანდათან კარგავს თავის სახელმწიფო სუვერენიტეტს “.

cxinv

 

აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მთლიანად უჭერდნენ მხარს რუსეთის პოლიტიკას მათი დამოუკიდებლობის აღიარების წინა პერიოდში. მათ წარმოდგენებში დასავლეთმა მაშინ მხარი დაუჭირა საქართველოს, რუსეთი კი იყო ერთადერთი, ვისაც შეეძლო დაეცვა და სოციალურ-ეკონომიური სტაბილურობის გარანტორი ყოფილიყო. რუსეთმა თავის თავზე აიღო რესპუბლიკების პოლიტიკური წარმომადგენლის ფუნქციები, უსაფრთხოების უზრუნველყოფა (სამხედრო ბაზების და მესაზღვრეების განთავსება ამ რესპუბლიკებში) და მათი დაფინანსება – აფხაზეთის 70%, სამხრეთ ოსეთის – 90%, რაც ბევრად აღემატება რუსეთის ჩრდილო კავკასიის რეგიონების დაფინანსებას. ამასთანავე, შეუძლიათ გაატარონ თავიანთი საგარეო პოლიტიკა და ყავდეთ საკუთარი ძალოვანი სტრუქტურები, რაც პრინციპულად განასხვავებდა მათ რუსეთის რეგიონებისგან. მაგრამ მოსკოვში ბევრმა რუსმა ჩინოვნიკმადაიწყო ამ ორი რესპუბლიკის აღქმა, როგორც ფედერაციის ორი დამატებითი სუბიექტის.
აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ახლანდელი პრეზიდენტები ხელისუფლებაში მოსკოვის მხარდაჭერით მოვიდნენ.ეხლა შეიძლება იმაზე საუბარი, რომ ადგილობრივი ელიტები არიან არა მხოლოდ ლოიალურები კრემლის მიმართ, არამედ ბევრად მეტად ინტეგრირებულები რუსეთის ხელისუფლების ვერტიკალში, ისინიმოსკოვის წინაშე უფრო არიან პასუხისმგებელნი, ვიდრე თავიანთი ხალხების წინაშე. თუმცა ამ ორი რესპუბლიკის მოსკოვზე დამოკიდებულება ძალიან განსხვავებულია, მაგრამ ფორმულა „ლოიალობა დაფინანსების ნაცვლად“ მუშაობს ყველგან.

ოსური პასპორტი და „Вид на жительство" - ახალგორში მოსახლეობის აღწერა დაიწყო
2014 წლის მაის-ივნისში, პოლიტიკური კრიზისის დროს, აფხაზეთში ჩასულ მოსკოვის მაღალჩინოსნებს, ვლადისლავ სურკოვსა და რაშიდ ნურგალიევს ხელი არ შეუშლიათ ოპოზიციის პროტესტებისთვის, პრეზიდენტ ანქვაბის გადაყენების მოთხოვნით. ხოლო შემდეგ, როგორც ერთმა მონაწილემ მიამბო, ყველა საპრეზიდენტო კანდიდატმა თანხმობა განაცხადა, ხელი მოეწერათ რუსეთთან ახალ შეთანხმებაზე, რომელიც მისცემდა მოსკოვს საშუალებას „თავისი მეკავშირეების კონსოლიდირების,ასევე პოზიციების და ზეგავლენის გაძლიერების ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში, რაც შეიქმნა ყირიმის შემოერთების შემდეგ“. მაგრამ ხელშეკრულების ტექსტმა თანამშრომლობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ აღშფოთება გამოიწვიააფხაზეთში და აღქმულ იქნა, როგორც სუვერენიტეტის დაკარგვისსაფრთხე. უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება იმ პუნქტებს, სადაც ჩაწერილია რუსეთის მხრიდან გაზრდილი კონტროლიადგილობრივ ძალოვან სტრუქტურებზე, ასევე საგარეო პოლიტიკის ჰარმონიზირების აუცილებლობაზე. შეთანხმება ასევე გულისხმობდა რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკურ მხარდაჭერას. საბოლოო ვარიანტში გათვალისწინებულ იქნა აფხაზური მხარის ბევრი შენიშვნა, მაგრამ მისი რეალიზების პროცესი არანაკლებ პრობლემატური აღმოჩნდა.
ფული, რომელსაც შეპირდა რუსეთი სოციალურ-ეკონომიური განვითარებისთვის, აფხაზეთს არ მიუღია. რესპუბლიკამ, რომელსაც მხარი დაუჭირა რუსეთმა, ეხლა მოსკოვის პოლიტიკის მძევალი გახდა.ოპოზიციის კრიტიკის პასუხად ხაჯინბამ განაცხადა: „ცნობილი მოვლენების გამო დღეს რუსეთის ირგვლივ და შიგნითაც შეიქმნა რთული სიტუაცია, რაც არ შეილება არ აისახოს ჩვენს მდგომარეობაზე“.
სამხრეთ ოსეთში, რომელიც რუსეთზე ბევრად უფროა დამოკიდებული, ვიდრე აფხაზეთი, და სადაც ძალზე პოპულარულია გაერთიანების იდეა, ანალოგიურმა შეთანხმებამ არანაკლები კამათი გამოიწვია გასული წლის დეკემბერში. შეთანხმება არ განიხილავდა რუსეთის შემადგენლობაში შესვლას, რაც ბევრი ოსის აზრით სამუდამოდ გადაწყვეტდა მათ უსაფრთხოებას და დაიცავდა საქართველოსგან. ამის სანაცვლოდ, ისევე როგორც აფხაზეთში, ოსებისთვისაც შეთავაზებული იყო სოციალურ-ეკონომიური მხარდაჭერის განსაზღვრული დონე, ისეთივე, როგორიც აქვთ ჩრდილოეთ კავკასიის საბიუჯეტო დაწესებულებებს. ამავე დროს, შეთანხმების მიხედვით, ადგილობრივი ძალოვანი სტრუქტურების უმრავლესობა, ფაქტიურად, უნდა გაუქმებულიყო. აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში ძალოვანი სტრუქტურები აღიქმება როგორც სუვერენიტეტის სიმბოლოს – პირველი ინსტიტუტები, რომლებიც შეიქმნა დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ 1990 წლებში. უფრო მეტიც, ოსები ხშირად გამოთქვამენ შიშს, რომ ვაითუ, მოსკოვი შეურიგდეს თბილისს და დაუბრუნოს საქართველოს ჩვენითავიო; რომ შეიძლება გამეორდეს 1990 წლების მოვლენები, როცა პირველი ომის დროს ცხინვალში დისლოცირებულმა საბჭოთა ჯარებმა თავდაპირველად არ დაიცვეს ოსები. სწორედ ამით აიხსნება იმის აუცილებლობა, რომ ძალოვანი ტრუქტურები შენარჩუნებილ იქნას იმ სიტუაციაში, როცა რესპუბლიკა ოფიციალურად არ არის რუსეთის ნაწილი.მათ არ ესმით რუსეთის პოლიტიკის და ამიტომაც, შიშობენ, მითუმეტეს ასეთ დახურულ საზოგადოებაში.

ასლან ბჟანია
ახალი დოკუმენტით, რომელიც განსაზღვრავდა რუსეთთან ამ ორი რესპუბლიკის ურთიერთობას, უკმაყოფილო აღმოჩნდნენ როგორც გაერთიანების მოსურნეები, ასევე მოწინააღმდეგენი. მათ, ვინ აკრიტიკებს ხელისუფლებას სამხრეთ ოსეთში, მიიჩნევენ „მეხუთე კოლონად“ და ადანაშაულებენ ქართველების მომხრეობაში. საგრძნობლად გაძლიერდა ზეწოლა არასამთავრობო ორგანიზაციებზე, მათ ფაქტიურად, აუკრძალეს დაფინანსება საზღვარგარეთიდან. ადამიანები ტოვებენ რესპუბლიკას და მოსახლეობა ალბათ, 25 000-30 000-იც არაა (ოფიციალური მონაცემებით 72 000), რაც უფრო მეტ საფუძველს იძლევა იმის სალაპარაკოდ, რომ კრემლს, სამხედრო ბაზების გარდა, იქ არაფერი სჭირდება.
ამასთან, მოსკოვში რეგულარულად გაიგონებთ ჩივილს ადგილობრივი ოსი ელიტებისუინიციატივობის გამო, რომელთაც არ გააჩნიათ რესპუბლიკის განვითარების არანაირი ხედვა. თუმცა ელიტისგან, რომელიც თავის ხალხს მოწყდა და ძალაუფლების შენარჩუნებას მხოლოდ მოსკოვისადმი ლოიალურ დამოკიდებულებაში ხედას, სხვას რას უნდა ველოდოთ.
მოსკოვი იხდის თავის ფასსაფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გამო, რესპუბლიკები კი აგრძელებენ რუსეთზე ორიენტირებას. თუმცა ხშირად მოსკოველი პოლიტიკოსების ქედმაღალი, გაუთვალისწინებელიპოლიტიკის, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების იგნორირების გამო ნაცვლად სრულიად პრორუსული რეგიონებისა ჩვენ გვაქვს ორი რესპუბლიკა, სერიოზული შიდა განხეთქილებებით, მოსახლეობისგან დაშორებული ელიტებით და მომძლავრებული ანტირუსული განწყობებით. ასეთი მაგალითი ვერ იქნება მისაბაძი სხვა რეგიონებისა და ქვეყნებისთვის.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშინესტან კირთაძე რ2–ის მოსახლეობასთან ერთად ფიზიკურად დაცვას გეგმავს
შემდეგი სტატიაფოთში ,,ნიკორას,, მაღაზია დააყაჩაღეს…