არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ლიდერი – მძიმე მდგომარეობის, სამომავლოდ დიდი დანაკარგისა და არცახის სრული დაკარგვის თავიდან აცილების მიზნით, ომის შეწყვეტაზე თანხმობა გავეცი

არსებული მძიმე მდგომარეობის, სამომავლოდ დიდი ადამიანური დანაკარგისა და არცახის სრული დაკარგვის თავიდან აცილების მიზნით, ომის შეწყვეტასთან დაკავშირებით თანხმობა გავეცი, – ამის შესახებ არაღიარებული მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტის, არაიკ არუთუნიანის განცხადებაშია ნათქვამი.

„დღეს მთელი დღის განმავლობაში პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად განვიხილავდით ჩვენს ქმედებებს საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით. ამ თემაზე ვიმსჯელე არცახის ეროვნულ კრებასთანაც და სრული თანხმობა მივიღე. არსებული მძიმე მდგომარეობის, სამომავლოდ დიდი ადამიანური დანაკარგისა და არცახის სრული დაკარგვის თავიდან აცილების მიზნით, ომის შეწყვეტასთან დაკავშირებით თანხმობა გავეცი. ღრმა მწუხარებას და პატივისცემას გამოვხატავ დაღუპულთა ოჯახის წევრების და მთელი ქვეყნის წინაშე. ჩვენ კიდევ გვექნება დრო ჩვენი დაღუპული გმირების ნათესავებთან დიალოგისთვის“, – აცხადებს არუთუნიანი.

banner
წინა სტატიაშინიკოლ ფაშინიანი : რა თქმა უნდა, სომხეთში ვარ და ვაგრძელებ მუშაობას, როგორც პრემიერ-მინისტრი
შემდეგი სტატიასომხეთის პრეზიდენტი – ყარაბაღის ომის შეწყვეტის შესახებ პრესიდან გავიგე