21.7 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 11, 2026
banner

არაღჩი: აშშ-ის ბაზები, რომლებიც ჩვენს წინააღმდეგ მოქმედებენ, ლეგიტიმური სამიზნეა

“სქაი ნიუსის” ინფორმაციით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ  რეგიონის ქვეყნები ოფიციალურად გააფრთხილა, რომ აშშ-ის ყველა ის სამხედრო ბაზა, რომელიც ირანის წინააღმდეგ თავდასხმებში მონაწილეობს, ლეგიტიმურ სამიზნეს წარმოადგენს და ეს ქვეყნის სახელმწიფო პოლიტიკაა.

არაღჩიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თეირანმა საკუთარი სამხედრო პოტენციალი მსოფლიოს უკვე დაანახა:

„40 დღის განმავლობაში მსოფლიოს უდიდესი ძალის, ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ დგომა, რომელიც ბირთვული იარაღით არის აღჭურვილი, სახუმარო არ არის. მსოფლიომ საბოლოოდ გააცნობიერა ირანელი ერის ნამდვილი ძალა“, — განაცხადა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქვეყნის სამხედრო მოქმედებები და საგარეო კურსი ორ მთავარ ასპექტად ჩამოაყალიბა:

ამერიკულ ბაზებზე იერიშები: აბას არაღჩის განმარტებით, აშშ-ის ბაზებზე მანამდე განხორციელებული ყველა დარტყმა ექსკლუზიურად თავდაცვითი ხასიათის იყო.

ურთიერთობა საუდის არაბეთთან: მკაცრი რიტორიკის პარალელურად, მინისტრმა აღნიშნა, რომ ირანი სრულად უჭერს მხარს საუდის არაბეთთან მდგრადი და კონსტრუქციული პარტნიორობის განვითარებას.

banner
წინა სტატიაშიუკრაინამ, ტყვეების გაცვლის ფარგლებში, რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 186 მოქალაქე დააბრუნა
შემდეგი სტატიაირაკლი ფურცელაძე აშშ-ის CDC-ის რეგიონულ დირექტორ ვილიამ დევისს შეხვდა