,,არაერთხელ გვინახავს ”ქართული ოცნებიდან“ წამოყენებული კანდიდატურა, რომელიც მათვე დაუბრუნდათ ცუდად, ლომჯარიასთანაც ასე იქნება”

დეპუტატებს ჰქონდათ შანსი აერჩიათ ალტერნატიული კანდიდატი, რომელსაც ხალხი უჭერდა მხარს, მათ აირჩიეს ”ენჯეოების” კანდიდატი და მიიღებენ იმას, რასაც მიიღებენ, ეს იქნება უკმაყოფილება, – ამის შესახებ ”პატრიოტთა ალიანსის” მიერ სახალხო დამცველის პოსტზე წარდგენილმა გიორგი ფოფხაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ნინო ლომჯარიას კანდიდატურა ”მთავრობას ცუდად დაუბრუნდება”.

”მე ვთვლი, რომ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. დარბაზში იჯდა ხალხი, ვისაც დავეხმარე. ამაზე მივუთითე და ჩამოვთავლე კიდეც ის ადამიანები, ვისაც ჩემგან დახმარება მიუღია. მათ ჰქონდათ შანსი აერჩიათ ალტერნატიული კანდიდატი, რომელსაც ხალხის მხარდაჭერა ჰქონდა, მათ აირჩიეს ”ენჯეოების” კანდიდატი და მიიღებენ იმას, რასაც მიიღებენ და ეს იქნება უკმაყოფილება. არაერთხელ გვინახავს ”ქართული ოცნებიდან“ წამოყენებული კანდიდატურა, რომელიც მათვე დაუბრუნდათ ცუდად. დარწმუნებული ვარ, ლომჯარიასთანაც ასე იქნება. მადლობა მინდა ვუთხრა „ქართული ოცნების“ იმ დეპუტატებს, რომლებმაც დამიჭირეს მხარი. ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ვინმეს მიერ თავს მოხვეული კანდიდატურა მათ არ უნდოდათ და მე მომცეს ხმა. 20 ხმა უკვე ბევრ რამეს ნიშნავს, ლომჯარიას „ქართული ოცნების“ გარდა „ნაციონალებმაც დაუჭირეს მხარი“, –განაცხადა გიორგი ფოფხაძემ.

პარლამენტმა ახალი სახალხო დამცველი აირჩია. ომბუდსმენის თანამდებობა 5-წლის ვადით ნინო ლომჯარიამ დაიკავა, რომელიც პარლამენტს უმრავლესობაში შემავალმა ფრაქციებმა შესთავაზეს. ლომჯარიას არჩევა 96 ხმით, 5-ის წინააღმდეგ მოხდა.

banner
წინა სტატიაშიგანათლების სამინისტრო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ 1000-ზე მეტ სტუდენტს დააფინანსებს
შემდეგი სტატიაკინო მემკვიდრეობის დაცვის პროექტის ფარგლებში 25 000-მდე ფირი გაიწმინდა