“არაერთი ვერსია გვაქვს” – ბორცვაძე ფარული კადრების გარცელებაზე

პრიორიტეტია, გავიდეთ ფარული ვიდეოკადრების გავრცელების პირველწყაროზე, – განუცხადა შს მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ ჟურნალისტებს. მისივე თქმით, აღნიშნულ საქმეზე გამოძიებას არაერთი ვერსია აქვს.

„ზუსტად ისაა პრიორიტეტი, გავიდეთ ფარული კადრების გავრცელების პირველწყაროზე. გამოძიება გრძელდება, გაგვაჩნია არაერთი ვერსია, მოვდივართ არაერთი მიმართულებით. ძველ საქმეზე მე ვერ გავაკეთებ კომენტარს, ძველი საქმის მასალებს შევისწავლით. საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურად გრძელდება“,- განაცხადა ბორცვაძემ.

banner
წინა სტატიაშითემურ ჯანაშიას ადვოკატი ბექა ბასილაია ვეღარ დაიცავს
შემდეგი სტატიარუსეთი აფხაზეთში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას იწყებს?