არაერთი გახსნილი შამპანური დაუხურავთ უკან ქართული ოცნების ლიდერებს და ასე მოუწევთ ახლაც – ნანუკა ჟორჟოლიანი

region
ავტ.: region ოქტომბერი 31, 2020 23:51

არაერთი გახსნილი შამპანური დაუხურავთ უკან ქართული ოცნების ლიდერებს და ასე მოუწევთ ახლაც – ნანუკა ჟორჟოლიანი

წყალტუბო-ვანი-ხონი-სამტრედიის მაჟორიტარობის კანდიდატი “ენმ- ძალა ერთობაშიადან” ნანუკა ჟორჟოლიანი მხარდამჭერებს მადლობას უხდის და ამბობს, რომ მეორე ტური, რომელიც დიდი ალბათობით მის ოლქში ჩატარდება, მას ბიძინა ივანიშვილთან ექნება.

ნანუკა ჟორჟოლიანი ამბობს, რომ სამტრედიაში ხელისუფლებამ წინასაარჩევნო კამპანიის დროს დიდი ფული დახარჯა, მისივე თქმით, ადგილი ჰქონდა დაშინებასა და შანტაჟსაც.

არაერთი გახსნილი შამპანურის ბოთლი უკან დაუხურავთ ქართული ოცნების ლიდერებს და ასე მოუწევთ ახლაც. ოპოზიცია იქნება უმრავლესობაში და ეს არის ყველზე დიდი გამარჯვება.

ურთულესი რაიონი იყო ოთხივე, განსაკუთრებით სამტრედია და ვანი. განსაკუთრებით სამტრედია, სადაც დიდი ფული დაიხარჯა. ბევრი მილიონერი ჰყავს სამტრედიას, რომლებიც დაირაზმნენ და წინასაარჩევნოდ ჩავიდნენ

მე აქ არჩევნები მქონდა ბიძინა ივანიშვილის პირად მეგობართან…აქ ყველამ იცის, რომ გივი ჭიჭინაძე ნიშნავს ბიძინა ივანიშვილს და ეს ნიშნავს იმას, რომ მეორე ტური მექნება ბიძინა ივანიშვილთან.” ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი.

Ipsos Global-ის ეგზიტპოლებით, ვანი სამტრედია ხონი წყალტუბოს ოლქში “ქართული ოცნების” კანდიდატმა გივი ჭიჭინაძე 46%, ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა ნანუკა ჟორჟოლიანმა- 29% აიღო

region
ავტ.: region ოქტომბერი 31, 2020 23:51