არაეფექტიანი პარლამენტი და ძალადობა რეაგირების გარეშე – SJC 5-6 ივლისის მოვლენებზე

“სოციალური სამართლიანობის” ცენტრი 5-6 ივლისის სამართლებრივი შეფასების დოკუმენტს აქვეყნებს და წერს, რომ აღნიშნული მოვლენები ულტრაკონსერვატორული ჯგუფების მხრიდან ძალადობის წახალისების, საზოგადოებრივი წესრიგის მოშლის და სახელმწიფოს მხრიდან საკუთარი ბაზისური ფუნქციების ვერგანხორციელების ერთგვარი კულმინაცია იყო.

SJC წერს, რომ წარსულში ლგბტქ+ პირების მიმართ სხვადასხვა სოციალური, რელიგიური თუ პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან გამოვლენილი აგრესია და ფიზიკური ძალადობა, არ აღმოჩნდა ხელისუფლებისთვის საკმარისი, გადაედგა უფრო ქმედითი ნაბიჯები მათი უფლებების დასაცავად.

ორგანიზაციის შეფასებით, 2 თვის შემდეგ ნათელია რომ:

სახელმწიფოს არ გააჩნია ძალადობისა და ჰომოფობიის პრევენციის ეფექტიანი და ინკლუზიური პოლიტიკა და პრაქტიკა. აღნიშნულ პრობლემებს სახელმწიფო უყურებს მხოლოდ საპოლიციო პრიზმიდან, რაც უკიდურესად არაეფექტიანი და ხშირ შემთხვევაში, კონტრპროდუქტიულია;
5 ივლისს “ღირსების მარშის” წინააღმდეგ მობილიზებული ჯგუფების ლიდერების მიზანს წარმოადგენდა არა მშვიდობიანი შეკრება, არამედ ძალადობის გზით “ღირსების მარშის” ჩატარებისთვის ხელის შეშლა, რაც იმთავითვე უნდა გამხდარიყო კონტრ-დემონსტრაციის დაგეგმილი ფორმითა და შინაარსით აკრძალვის საფუძველი;
5 ივლისს, პოლიციამ არ უზრუნველყო მშვიდობიანი მოქალაქეების შეკრებისა და გამოხატვის უფლება, აგრეთვე მედიის უსაფთხოება;
სახელმწიფოს რეაგირება 5 ივლისის მოვლენებზე არაერთი მიმართულებით აჩენს კითხვებს, უპირველეს ყოვლისა კი პრობლემურია ძალადობრივი ინციდენტების უშუალო ორგანიზატორების დაუსჯელობა;
უკიდურესად არაეფექტიანი აღმოჩნდა საქართველოს პარლამენტიც, რომელმაც არ გამოიყენა არსებული მექანიზმები აღმასრულებელი ხელისუფლების, კონკრეტულად კი პოლიციის მოქმედებების სიღრმისეული შეფასებისთვის;

banner
წინა სტატიაშიშს მინისტრის მოადგილე – არ არის საქმეში საკმარისი მტკიცებულებები, რომ სახალხო დამცველის მიერ დასახელებულ პირებს ბრალდება წაუყენონ
შემდეგი სტატიახაზარაძე – კალაძემ ნარკოტესტი „ქართულ ოცნებაში“ ჩაატაროს – ძალიან ბევრ ნარკომანს აღმოაჩენს