არაცოცხლების სოფელი – ეს საშინელებათა ფილმი არ არის

სიკოკუ იაპონიის ყველაზე პატარა კუნძულია. ზუსტად აქ ტურისტი შეიძლება ისეთ რამეს გადააწყდეს, რაც აუცილებლად შეაშინებს – BBC Travel-ზე დონ ჯორჯი წერს, რომელიც, როგორც თვითონ ამბობს, სრულიად შემთხვევით სიკოკუში მოგზაურობისას ბოძებზე მსხდომ, ყანაში მყოფ, სახლების წინ მსხდომ ადამიანებს გადააწყდა, რომლებიც რატომღაც არ მოძრაობდნენ და გაშეშებული იყვნენ. ჯორჯის თქმით, ამ პოზებში იყო რაღაც უჩვეულო და ბოლომდე არა ადამიანური. მან მხოლოდ ახლოს მისვლისას ნახა, რომ ეს ადამიანები არ არიან. მათი სახე თეთრი ნაჭრისგან იყო დამზადებული, თვალების მაგივრად კი ღილები ჰქონდათ ჩასმული, წამწამები კი შავი ძაფებით მოქარგული. “სანამ ვცდილობდი გამერკვია სად მოვხვდი და რა რეალობაში აღმოვჩნდი, გზაზე ახალი ფიგურა შევნიშნე. ამ შემთხვევაში, ადამიანის მსგავსი იყო – მუქ კომბინიზონსა და შავ კედებში, ხელზე ხელთათმანები ეკეთა, თავზე ქუდი ეხურა. თვალი შევავლე და მოიცა… მან ნაბიჯი გადადგა! დავამუხრუჭე. ფიგურამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. მანქანიდან გადმოვედი და ფრთხილად მივუახლოვდი – არ ვიცოდი რა მოლოდინები უნდა მქონოდა. “უკაცრავად!” – დაუძახა ჯორჯმა რამდენჯერმე. ფიგურა ფრთხილად შემოტრიალდა და იაპონურად უპასუხა: “დიახ” – ეს ნამდვილი ადამიანი იყო. აიანო ცუკამი, რომელმაც, აღმოჩნდა რომ ეს ფიგურები შექმნა. როგორც აიანო ცუკამი ყვება, პირველი ფიგურა მან 2002 წელს გააკეთა და ის კაკასი იყო, ანუ საფრთხობელა. შემდეგ მეზობლის ქალი გარდაიცვალა მოპირდაპირე სახლიდან და რადგანაც ცუკამი მასზე ძალიან დარდობდა და ენატრებოდა, მისი ფიგურის შექმნა გადაწყვიტა. დროთა განმავლობაში ცუკამმა თითქმის ყველა გარდაცვლილი მეზობლის ფიგურა შექმნა. სულ 450 . ახლა სოფელში სულ 27 ადამიანი და 200 კაკასი ცხოვრობს – ამბობს ცუკამი.

 

 

 

banner
წინა სტატიაშიტაილანდი: გამოქვაბულიდან უკვე ექვსი ბავშვი ამოიყვანეს
შემდეგი სტატიათურქეთში სარკინიგზო კატასტროფას 10 ადამიანი ემსხვერპლა, 73 დაშავებულია