არაჩვეულებრივი გამოფენა ანუ იეღოვა მეგრულად

10424294_1560489047569430_3817404035502096634_nთაიმერისთვის,, ცნობილი გახდა, რომ ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელის ცენტრში უჩვეულო ვიტრინები გამოჩდა. ახალგაზრდების მიერ მობილურ ვიტრინაზე გამოფენილია ,,იეღოვას მოწმეთა,, რელიგიური ლიტერატურა. უჩვეულო და არაჩვეულებრივი ამ ამბავში არაფერი იქნებოდა, რომ არა მეგრულად ნათარგმნი ორი წიგნი, რომელიც ვიტრინაზეა გამოფენილი…
მეგრულ ენაზე წარმიდგენილია ორი წიგნი: “ურჩქილით ღორონთის დო იცხოვრით მარადიულო” (უსმინეთ ღმერთს და იცხოვრეთ მარადიულად) და “სახიოლო ამბე ღორონთიშე” (სახალისო ამბები ღმერთზე).
საინტერესოა ვის მიერ იქნა განხორციელებული, რელიგიური ლიტერატურის მეგრულ ენაზე თარგმნის, სეპარატისტული იდეა?!
10919016_1560489024236099_2642349923755973032_n,,არაჩვეულებრივი გამოფენა,, მოწყობილია სოფლის ცენტრში პოლიციის შენობასთან ახლოს, ალბათ მოსალოდნელი არაკანონიერი ზეწოლის თავიდან აცილების მიზნით…
დარჩელელებს დიდ ნაწილს მიაჩნიათ, რომ ეს ვიტრინები არ უნდა იყოს სოფლის ცენტრში და არ უნდა წამლავდეს ახალგაზრდებს…. არიან ისეთებიც, ვინც მხოლოდ ლიტერატურის მეგრულ ვარიანტს აპროტესტებს… ზოგიერთებს კი, ამ ვიტრინების იქ დგომა არანაირ საფრთხედ არ მიაჩნია, იმ მოტივით, რომ ხალხი ისედაც არ მიდის მათთან…

timer.ge

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი: მოგიწევთ პასუხისმგებლობის აღება შეუსრულებელ სამუშაოებზე
შემდეგი სტატიასამთავრობო სტრუქტურებს რემონტზე, რბილი ავეჯის და ახალი ტრანსპორტის შეძენაზე უარის თქმაც მოუწევთ