არაბული საოცრება – სამი ქვეყნის საერთო საინვესტიციო ქალაქი

არაბული მედიის ცნობით, საერთო ქალაქი გაშენდება საუდის არაბეთის, იორდანიის და ეგვიპტის მიწებზე.
საუდის არაბეთის უფლისწულის მუჰამედ ბინ სალმანის განცხადებით, გაშენდება დიდი საინვესტიციო ქალაქი, რომელიც, მოიცავს სამი ქვეყნის ტერიტორიის ნაწილს.
ქალაქის მშენებლობის პირველი ეტაპი დასრულდება 2025 წელში.


საუდის არაბეთის ოფიციალური სააგენტოს SPA-ს ცნობით, „ნეომის“ სახელწოდების პროექტი, მოიცავს 26.000 კვ. კილომეტრის ფართობს. ამ პროექტისთვის უკვე გამოიყო მილიარდობით დოლარის რესურსი.
ჯერჯერობით, იორდანიასა და ეგვიპტიდან, სალმანის განცხადებაზე არ გაკეთებულა რაიმე კომენტარი.
სალმანის წამოყენებული პროექტი, ითვალისწინებს 2030 წლის ხედვას და ქვეყნის ნავთობს დაფუძნებული ეკონომიკის დივერსიფიკაციას. პროექტი, რომელსაც ხელს აწერს ბინ სალმანი, ითვალისწინებს ნავთობს დაფუძნებული ეკონომიკისგან დაშორებას, პრივატიზაციიდან დაწყებული, თავდაცვის, დასაქმების, ქალების მუშაობის პირობების, ტურიზმის ჩათვლით და მრავალ სხვა სფეროში რეფორმებს.

banner
წინა სტატიაშირუსეთში ყვითელი ალმასი აღმოაჩინეს
შემდეგი სტატიაკახა მიქაია სამეგრელოს გუბერნატორის კაბინეტში გადაღებულ სკანდალურ ფოტოებს ასაჯაროებს