14.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მაისი 12, 2026
banner

არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, “ქართულ ოცნებას” სასამართლოში უჩივლებენ

არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, “ქართულ ოცნებას” სასამართლოში უჩივლებენ. 

კრწანისის ტყე-პარკის და გონიოს დაცვის საორგანიზაციო ჯგუფი აცხადებს, რომ  სპეციალისტების მიერ გამოთქმული მოსაზრებებისა და დასკვნების საფუძველზე, გამოიკვეთა ის მნიშვნელოვანი საფრთხეები, რომლებსაც პროექტი „Eagle Hills“ წარმოშობს.

“კერძოდ:

სახელმწიფო ქონების განკარგვისა და მთლიანად პროექტის გაუმჭვირვალობა; მათ შორის, საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი ინფორმაციისთვის კომერციული საიდუმლოს სტატუსის მინიჭება;
სახელმწიფო ქონების ეკონომიკურად დაუსაბუთებელი განკარგვა;
კრწანისის ჭალის ტყეებისა და ტყე-პარკის ეკოსისტემების, გონიოში ფრინველთა გადაფრენისა და ბუდობის ადგილების, აგრეთვე „ზურმუხტის ქსელის“ არეალში მშენებლობის წარმოების რისკების შეუსწავლელობა;
ტყე-პარკში საბჭოთა რეჟიმის რეპრესიების მსხვერპლთა დასაფლავების ადგილების შესაძლო დაუცველობა;
პოტენციურ მიგრანტთა ნაკადების საზოგადოებაზე ზემოქმედების შეუსწავლელობა;
შესაძლო კორუფციული ფულადი ნაკადების შემოდინებისა და გათეთრების საფრთხე.

საქართველოზე დიდი მოცულობის შესაძლო საარბიტრაჟო ჯარიმების დაკისრება”,_ აცხადებს კრწანისის ტყე-პარკის და გონიოს დაცვის საორგანიზაციო ჯგუფი.

საორგანიზაციო ჯგუფის განცხადებითვე, “ქართულმა ოცნებამ” და არაბულმა კომპანიამ გამოაცხადეს, რომ უკვე გაყიდულია 300-ზე მეტი ბინა, ეს კი იმ პირობებში, როდესაც მშენებლობის ნებართვაც კი არ არის ჯერ გაცემული, ეს ფაქტი პროექტის გასაიდუმლოებასთან ერთად აღრმავებს კორუფციულ ვარაუდებს.  გონიოსა და კრწანისის ტერიტორია ეკუთვნის ქართველ ხალხს და არა რომელიმე პარტიას, ან ერთ კონკრეტულ პიროვნებას”.

როგორც საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენლები აცხადებენ, „ქართულმა ოცნებამ“ კომპანია „Eagle Hills“-ს, ტერიტორიის საკუთრებაში გადაცემამდე, მიანიჭა უზუფრუქტის უფლება. მათი განმარტებით, ეს ნიშნავს, რომ კომპანიას საკუთრების უფლების გარეშეც შეუძლია 900 ჰექტარ ქართულ მიწაზე სხვადასხვა სამუშაოების წარმოება. მათივე განცხადებით, მათი ჯგუფი ამუშავებს ყველა სამართლებრივ და ტექნიკურ ბერკეტს, რათა დაიცვან მოქალაქეების ინტერესები როგორც უზუფრუქტის, ისე პროექტის შემდგომ ეტაპებზე.
banner
წინა სტატიაშიეკა კუპატაძე: დაცვის მხარე აცხადებს, რომ თითქოს პროკურატურას მათი შვილების ბრალი შევუკვეთე
შემდეგი სტატიატრამპი: გერმანიის კანცლერმა მეტი დრო უნდა დაუთმოს თავისი დანგრეული ქვეყნის აღდგენას