არაბთა გაერთიანებული საამიროების შინაგან საქმეთა სამინისტრომ მთელ ქვეყანაში საგანგებო გაფრთხილება გამოსცა, სადაც მოსახლეობას აფრთხილებს შესაძლო სარაკეტო საფრთხის შესახებ და მოუწოდებს დაუყოვნებლივ შეაფარონ თავი უახლოეს უსაფრთხო შენობას. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მოსახლეობას ასევე ურჩიეს, მოშორდნენ ფანჯრებს, კარებს და ღია სივრცეებს.
ეს განცხადება გაკეთდა დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, რაც ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ თქვა, რომ ისინი ირანიდან მომავალი რაკეტებისა და დრონების საფრთხეს პასუხობენ.
შეგახსენებთ, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა განაცხადეს, რომ დღეს ირანიდან გაშვებული ექვსი რაკეტა და 131 დრონი ჩამოაგდეს. მათი ინფორმაციით, ერთი რაკეტა და ექვსი დრონი ქვეყნის ტერიტორიაზე დაეცა.















