არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის მრჩეველმა, ანვარ გარგაშმა, დუბაიში გამართულ კონფერენციაზე მეზობელი მოკავშირეები მკაცრად გააკრიტიკა. მისი თქმით, ირანის თავდასხმებზე რეგიონული პასუხი არაადეკვატური და სუსტი იყო.
გარგაშის კრიტიკის მთავარი სამიზნე ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭო (GCC) გახდა, რომელიც ექვს მონარქიას აერთიანებს.
GCC-ის პოზიცია ისტორიულად ყველაზე სუსტი იყო, თუ გავითვალისწინებთ თავდასხმის ხასიათს და იმ საფრთხეს, რომელიც მან ყველას შეუქმნა“, — განაცხადა გარგაშმა.
მრჩეველმა აღნიშნა, რომ არაბთა ლიგისგან (22 წევრი ქვეყანა) მსგავს „სუსტ პოზიციას“ ელოდა, თუმცა GCC-ის პასიურობამ ის გააოცა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნები ერთმანეთს ლოგისტიკურად ეხმარებოდნენ, პოლიტიკური და სამხედრო პასუხი ერთიანი არ ყოფილა.
გარგაშმა აღიარა, რომ წლების განმავლობაში ყურის ქვეყნების მცდელობა, ირანი „შეკავების პოლიტიკით“ (მედიაცია, ენერგეტიკული პარტნიორობა, ვაჭრობა) დაემშვიდებინათ, სრულიად ჩაიფუშა.
„ეს პოლიტიკა საშინლად ჩავარდა და ახლა ჩვენ სერიოზული გადაფასების წინაშე ვართ“, — აღნიშნა მან.


















