3.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 13, 2026
banner

არაბთა გაერთიანებული საამიროები: საჰაერო თავდაცვამ ირანიდან გაშვებული 172 რაკეტა და 755 დრონი გაანადგურა

“ჩვენმა საჰაერო თავდაცვამ ირანიდან გაშვებული 172 რაკეტა და 755 დრონი გაანადგურა”,_  ინფორმაციას არაბთა გაერთიანებული საამიროების თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების პრესსპიკერის თქმით, მათი მიმართულებით ირანმა სულ 186 რაკეტა გაუშვა, რომელთაგან 13 ზღვაში ჩავარდა, ერთი კი არაბთა გაერთიანებული საამიროების ტერიტორიაზე.

უწყების ცნობით, აღმოაჩინეს 812 ირანული დრონი, რომელთაგან 755-ის განეიტრალება მოხერხდა, 57 მათგანი კი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ასევე აღმოჩენილი და განადგურებულია რვა ფრთოსანი რაკეტა, „რამაც გამოიწვია გარკვეული თანმხლები ზიანი, ასევე სამი ადამიანის სიკვდილი და 68 მსუბუქი დაზიანება“, დაზიანდა „სამოქალაქო ობიექტებიც“.

banner
წინა სტატიაში“ევრაქტივი”: ევროპარლამენტში ირანის ყოფილი შაჰის შვილის მიწვევას გეგმავენ
შემდეგი სტატიაგორში საჯარო სკოლა გაქურდეს