16.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 19, 2026
banner

არაბთა გაერთიანებული საამიროები ირანზე იერიშის მიტანას უარყოფს

არაბთა გაერთიანებული საამიროების ოფიციალურმა წყაროებმა კატეგორიულად უარყვეს ისრაელური მედიაში გავრცელებულ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საამიროებმა ირანის წყლის ქარხანაზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს.

საამიროების ეროვნული საბჭოს თავდაცვისა და საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, რაშიდ ალ-ნუაიმიმ, გავრცელებულ ცნობებს ყალბი უწოდა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი სამხედრო ქმედების შესახებ ქვეყანა თავად გააკეთებს ოფიციალურ განცხადებას.

საამიროების წარმომადგენლებმა უკმაყოფილება გამოთქვეს იმის გამო, რომ ისრაელის ანონიმური მაღალჩინოსნები მათი სახელით საუბრობენ და “ჭორებს ავრცელებენ”.

„არასწორია, როდესაც ისრაელელი მაღალჩინოსნები ჩვენს განზრახვებზე ან ქმედებებზე საუბრობენ. ჩვენ არ ვაკეთებთ განცხადებებს სხვა ქვეყნების ნაცვლად და მოველით, რომ პარტნიორი სახელმწიფოების წარმომადგენლებიც ანალოგიურად მოიქცევიან“ – განაცხადა საამიროების წარმომადგენელმა.

პარალელურად, საამიროების თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ ირანული დრონებისა და რაკეტების თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა – მსხვერპლთა შორის პაკისტანის, ნეპალის და ბანგლადეშის მოქალაქეები არიან, ხოლო 112-მა ადამიანმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო. სამინისტროს მონაცემებით, მხოლოდ დღეს მათ 17-დან 16 ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდეს, ხოლო 117 დრონიდან 113-ის იდენტიფიცირება და განადგურება მოხერხდა.

შეგახსენებთ, მიუხედავად სამხედრო დაძაბულობისა, საამიროები დიპლომატიურ სიფრთხილეს ინარჩუნებენ და ცდილობენ, თავიდან აიცილონ კონფლიქტის შემდგომი ესკალაცია, რომელიც მათ ეკონომიკურ და რეგიონულ სტაბილურობას პირდაპირ საფრთხეს უქმნის.v

banner
წინა სტატიაშიფიცო: უკრაინამ ზელენსკის დავალებით შესაძლოა, გაანადგუროს მილსადენი „დრუჟბა“
შემდეგი სტატიალევან მახაშვილი და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზთან სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდნენ