არაბთა გაერთიანებულ საამიროებს საკმარისი საბრძოლო მასალა აქვს ირანის თავდასხმების მოსაგერიებლად, ვიდრე ისინი გაგრძელდება,_ განაცხადა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.
„ჩვენ გვაქვს საბრძოლო მასალის სტრატეგიული საცავი, რომელიც უზრუნველყოფს ყველა სახის იარაღის მოგერიების უწყვეტობას და მდგრადობას დიდი ხნის განმავლობაში“, – განაცხადა ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, გენერალ-მაიორმა აბდელ ნასირ ალ ჰუმაიდიმ აბუ-დაბიში გამართულ ბრიფინგზე.
მან ასევე განაცხადა, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები „იტოვებს უფლებას, მიიღოს ყველა ზომა და პროცედურა ნებისმიერი თავდასხმის, ან აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად“.
ალ ჰაშიმიმ დასძინა, რომ ჯერ კიდევ არსებობს დიალოგის დაბრუნების შესაძლებლობა, „კრიზისის შესაკავებლად და ესკალაციის შესაჩერებლად“.















